მევლუთ ჩავუშოღლუ: რეგიონში მშვიდობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით
03-03-2021, 17:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ქართველ კოლეგა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა განვითარდეს უფრო მეტად ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობები.

 

 

ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა სავაჭრო ურთიერთობებზე და განმარტა, რომ თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სავაჭრო ურთიერთობები მეტად უნდა განვითარდეს.

 

 

„მოხარებული ვართ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ვმასპინძლობთ. საქართველოში მცირე ხნის უკან ახალი მთავრობა შეიქმნა და ბატონი დავითი ხელახლა დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, ვულოცავთ მას. ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოსთან ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლის იუბილეს და დღეს, ჩემს მეგობარ დავითთან ვისაუბრეთ, კიდევ როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები. ასევე, დავიწყეთ უმაღლესი დონის სტრატეგიული მესამე შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები. აგრეთვე, კარგად ვითარდება ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები.

 


დიდი ხანია, თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ შორის სავაჭრო მოცულობა 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაგრამ კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ, ჩვენი მიზანია, ეს ციფრი 3 მილიონ დოლარამდე გავზარდოთ. დღეს ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რისი გადაგმაც შეგვიძლია პანდემიის შემდგომ პერიოდში. ჩვენი მრავალი კომპანია საქართველოში ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. ამ ურთიერთოების განვითარებასთან ერთად, ასევე უნდა გადავხედოთ ამ ურთიერთობების იურიდიულ საფუძვლებს და მეტად განვავითაროთ“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

 


მისი განმარტებით, აგრეთვე განიხილეს უსაფრთხოების საკითხები, ისაუბრეს „მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში სტაბილურობის დამყარების გზებზე“.

 


„ფეტო-ს თაოსნობით, ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ვისაუბრეთ მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში სტაბილურობის დამყარების ნაბიჯებსა და გზებზე. როგორც მოგეხსენებათ, დღის წესრიგში დადგა ასეთი წინადადება, 3+3 ფორმატი, საქართველოს აქვს დიდი რეზერვი და ჩვენ უნდა განვავითაროთ საქართველოსთან ურთიერთობა.

 


ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამხრივ თანამშრომლობას საქართველ-თურქეთ-აზერბაიჯანს შორის. ასევე, განვიხილეთ ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი ერზრუმის სტრატეგიული პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობა არა მარტო ჩვენს შორის, არამედ რეგიონისა და შუა აზიის ქვეყნებს შორისაც. რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო მშვიდობის დამყარებისთვის ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. როგორც მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების ჩათვლით. დღეს განვიხილეთ არამარტო ჩვენს შორის არსებული ორმხრივი თანმშრომლობა, არამედ ვისაუბრეთ გლობალურ საკითხებზეც“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.

 

 

პირველი არხის კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ე.წ. 3+3 ფორმატში რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, როდესაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და არც ერთ საერთაშორისო ვალდებულებას არ ასრულებს, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ პატივი უნდა სცენ საქართველოს პოზიციას.

 


„როგორც თავიდანვე აღვნიშნე, შეხვედრის დროს სამმხრივ ფორმატზე ვისაუბრეთ. ჩვენი მიზანია, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საბოლოოდ დამყარება. ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ საკითხებში ჩვენ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ნდობას გაზრდის. ჩვენ გვესმის საქართველოს მხრიდან ასეთი ფრთხილი მიდგომა ამ საკითხებისადმი, როდესაც ასეთი რთული პირობებია, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. პირდაპირ, ორმხრივ ფორმატში ასეთი საუბრის დაწყება შეიძლება, რთული იყოს და მრავალმხრივ ფორმატში შეიძლება, ეს უფრო ადვილი იყოს, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ საკითხში საქართველოს პოზიციას. ჩვენ სხვა, უფრო რბილი პოზიცია უნდა გამოვხატოთ ამ ფორმატების მიმართ“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

 


ექვსი ქვეყნის მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნის ინიციატივით აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტები გასული წლის ბოლოს გამოვიდნენ. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, ამ დროისთვის არსებობს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს, აზერბაიჯან-ირან-რუსეთისა და თურქეთ-რუსეთ-ირანის თანამშრომლობის ფორმატები და შესაძლებელია მათი ერთ ფორმატად გაერთიანება. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი და აგრძელებს უკანონო ქმედებებს, მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებზე საუბარი საქართველოს გაუჭირდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი