შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირში იმის მოლოდინია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომისთვის ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა
04-03-2021, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიალოგის პროცესის მიმართ არაკონსტრუქციული მიდგომა არასწორი ქმედებაა და როცა ამაზე ხელს იღებენ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადადიან და უარს ამბობენ პროტესტის იმ ფორმაზე, რაც იყო ორი დღის წინ, ეს არა დათმობა, არამედ ნორმალურ კალაპოტში მოქცევაა, რაც პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა ისედაც არის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომისთვის გარკვეული პროგრესი იქნება.

 

 

„ევროკავშირში იმის მოლოდინია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომისთვის ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა. ჩვენ ამ პროგრესისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ – საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი შევქმენით და დავდეთ პროდუქტი, რომელზეც არსებითი რაიმე კრიტიკა არ არის. როგორც ჩანს, ამ პუნქტებს შინაარსობრივად ყველა თუ არა, ბევრი ეთანხმება. ასევე შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც არის გზა რიგგარეშე არჩევნებისკენ, თუ ეს მაინც და მაინც მათი სურვილია. რიგგარეშე არჩევნებისთვის ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რადგან საჭიროა საფუძვლის არსებობა. საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ შედეგებზე მოქალაქეების ნება არ აისახა და ეს უნდა დადასტურდეს, ამის შესაძლებლობა არის საგამოძიებო კომისია.

 


რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ოპონენტების მხრიდან საუბარია მხოლოდ ცარიელ ჰაერზე, მტკიცებულებებს არ წარმოადგენენ, თუ რატომ უნდა ჩატარდეს რიგგარშე არჩევნები. რიგგარშე არჩევნებზე არათუ ვფიქრობთ, არამედ ვთავაზობთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთ პროცენტიანი გადახრა დადასტურდება, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, დაინიშნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი კვლავ გააგრძელებს მუშაობას, რათა პროექტი დაიხვეწოს.

 

 

„დაახლოებით ორი თვეა წინ, ვიდრე პარლამენტი კანონპროექტს სამი მოსმენით მიიღებს. ჩვენ ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ვაპირებთ, თავად ეს პროექტი გავაგზავნოთ ეუთო/ოდირში, რომ რეკომენდაციები მივიღოთ. ცვლილებებთან მიმართებაში ხელის აქნევის ხასიათის კომენტარებია, სადაც ცალკეულ საკითხებზე არ საუბრობენ. თქვან ცალკეული საკითხები, რომელზეც სხვა მოსაზრებები აქვთ, არ ეთანხმებიან, ან რაიმე შემოთავაზება აქვთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და დაამატა, რომ 2024 წლისთვის საარჩევნო ბარიერის საკითხთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი თანახმაა 5-დან 3 პროცენტამდე დაწიოს ის.

 

 

„რაც შეეხება ბარიერის საკითხს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ჩვენი მხრიდან თანხმობაა 5-დან 3 პროცენტამდე ჩამოწევაზე. ამ კუთხით გარანტირებულია ჩვენი მხარდაჭერა, თუ შესაბამისი რაოდენობის დეპუტატი განახორციელებს თავის მანდატს პარლამენტში. რაც შეეხება 3 პროცენტს ქვემოთ ჩამოწევას, ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის“, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი