განათლების მინისტრის მოადგილე: იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ, მნიშვნელოვანია სკოლებში არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოსა და დადებითი დინამიკის შენარჩუნება
04-03-2021, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამჯერად ძველი თბილისის საჯარო სკოლებს ეწვია და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს პირადად გაეცნო. მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად სკოლები მოინახულეს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ფარცვანიამ.

 


როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ ფორმატში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლა-სწავლება ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გააგრძელონ, მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოსა და დადებითი დინამიკის შენარჩუნება. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით სამინისტრო სისტემატურად ახორციელებს სკოლების მონიტორინგის პროცესს, ასევე, გრძელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

 


ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის პარალელურად, ხელს უწყობენ სკოლებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვაში. ამასთან, საგანმანთლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყო როგორც საჯარო სკოლების საჭირო ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სველი წერტილების მოწესრიგება.

 


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების მონიტორინგს, როგორც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები, ასევე, სამინისტროს სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, პანდემიის პირობებში საგანგებოდ შემუშავებული ფორმის საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი