ირაკლი ღარიბაშვილი: რა თქმა უნდა, ნამახვანჰესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს და ყველა კითხვას უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი
04-03-2021, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნამახვანჰესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ კითხვები არსებობს და მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.

 


მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს სთხოვა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

 

 

„ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში არსებულ ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი, ამიტომ, მე მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ბატონ ლევან დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე ხვალ და დაიწყონ კომუნიკაცია უშუალოდ მოსახლეობასთან. პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, მონაწილეობა მიიღონ შესაბამის საკომიტეტო მოსმენებში პარლამენტში. მნიშვნელოვანია, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები და ყველა შესაძლო კითხვას გაეცეს პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამ გამოწვევას ქვეყანამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს.

 

 

„მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია. პროგნოზები, რომელიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და ამ ოქროს შუალედის გამოსაძებნად აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა არც ერთი კითხვა საზოგადოებაში არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევებია სიღარიბის კუთხით, რომელიც მომდევნო წლებში ეტაპობრივად უნდა გადაიჭრას.

 

 

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და წარმოდგენა. მთავრობის სხდომაზე დღეს ჩვენ დავამტკიცებთ საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას. კომისია იმუშავებს უახლოესი სამი თვის განმავლობაში აღნიშნული ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს წარმოადგენს მაისის ბოლოს. კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები, ასევე მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმოამდგენლები ჩაერთონ მუშაობაში. ჩვენი ამოცანა იქნება, თითოეული მიმართულებით, რაც შეიძლება სწრაფად დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა. ოკუპაციის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობის გამოწვევაა ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. ერთიანი ძალისხმევით, ძალიან სწრაფად ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი