საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო პერიოდში შემცირებულია, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების დაცვა, მოქალაქეების მხრიდან პირბადის ტარება და მთავრობის მიერ კონტროლი, რათა არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება და თუ გაუარესდება მდგომარეობა, მთავრობა იძულებული გახდება, რომ გარკვეული შეზღუდვები დააბრუნოს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება, შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება არის აუცილებელი და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ მიმართულებით. მოგეხსენებათ, შევამსუბუქეთ შეზღუდვები. ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას ეკონომიკა. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ გაუარესდება ვითარება, ჩვენ ისევ იძულებული გავხდებით, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ. რა თქმა უნდა, ამას მთავრობის მხრიდან შესაბამისი კონტროლიც ჭირდება“, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.