ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიანი, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი არარატ დარბინიანი, დეპუტატი ანდრანიკ კარაპეტიანი, ჯიგრაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი არარატ ოგანესიანი და სპეციალისტი ესწრებოდნენ.
დღეს, 04 მარტს, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ჯიგრაშენის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ჯიგრაშენი და პატარა ხორენია
კონსულტაციის/კრების დროს შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
სოფ. ჯიგრაშენი
სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია
შიდა გზების რეაბილიტაცია
სოფ. პატარა ხორენია
სასმელი წყლის აუზის რეაბილიტაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.