ჩივთქილისის საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გეგმიური ტესტირებისას 5 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა რამდენიმე მოსწავლის ანალიზმაც და სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, შაქრო ხაჩატურიანმა (მაღლა ფოტოზე) განუცხადა.

„მოგეხსენებათ, 2 კვირაში ერთხელ პედაგოგებს და სკოლის სხვა თანამშრომლებს გეგმიური ტესტირება უტარდებათ და ერთ-ერთი ასეთი ტესტირების დროს ჩვენი სკოლის 5 პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი, რის გამოც სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მივიღეთ და დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. 24 თებერვლიდან ვართ გადასული ონლაინ სწავლებაზე და საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 15 მარტს, კვლავ დავუბრუნდებით საკლასო ოთახებს“, უთხრა GUARDIAN.GE-ის შაქრო ხაჩატურიანმა.

მისი შეფასებით, ონლაინ სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის გამო ზოგჯერ მას გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ახლავს, საერთო ჯამში კარგად მიმდინარეობს, მაგრამ საკლასო ოთახებში სწავლის პროცესი მაინც შეუნაცვლებელია.

„მე მაგალითად, დიდად ვერ ვეგუები ონლაინ სწავლებას. სულ სხვაა საკლასო ოთახი, როდესაც ბავშვები წინ გიზიან და პირდაპირი კომუნიკაცია გაქვს მათთან. რა თქმა უნდა, სწავლის ხარისხი ამ დროს უფრო მაღალია, ვიდრე ონლაინ სწავლებისას, როცა ისე კარგად ვერ აკონტროლებ მოსწავლეებს. მაგრამ ერთი რამეც არის, ვისაც სწავლა უნდა, ის ყველანაირ პირობებში ახერხებს ამას“, განაცხადა შაქრო ხაჩატურიანმა.

მისი თქმით, სკოლა ელექტრონულ ჟურნალებზეა გადასული, თუმცა სისტემა ჯერჯერობით გარკვეული ხარვეზებით მუშაობს. იგი იმედოვნებს, რომ ეს ტექნიკური პრობლემები აღმოიფხვრება და ელექტრონული ჟურნალების გამოყენების მხრივ სადღეისოდ არსებული მცირე შეფერხება გამოსწორდება.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.