ვაჟა ზურნაჩიანი: აშკალის საჯარო სკოლა წალკის რესურსცენტრის მიერ დეტალურად შემოწმდა და ყველა პარამეტრი დააკმაყოფილა
04-03-2021, 22:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშკალის საჯარო სკოლა წალკის რესურსცენტრის წარმომადგენლის მიერ დეტალურად შემოწმდა და ყველა ის პარამეტრი დააკმაყოფილა, რაც პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციის სახით არის დაწესებული.

 

 

 


აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, ვაჟა ზურნაჩიანმა (მაღლა ფოტოზე) განუცხადა.

 

 

 


„თავიდან ბოლომდე შემოწმდა ჩვენი სკოლა და დადებითი დასკვნა იქნა შედგენილი. ჩვენ, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით ვიცავთ ჰიგიენის ნორმებს და როგორც ჩანს, ამის შედეგია ის, რომ მეორე სემესტრის დაწყებიდან ჩვენს სკოლაში კორონავირუსი არ გამოვლენილა და სწავლას საკლასო ოთახებში განვაგრძობთ. განათლების სამინისტრო გვაწვდის დეზობარიერებს, ნიღბებს და სხვა საშუალებებს.

 

 

 


„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მკაცრი ზამთრისა, არ მომხდარა წყლით მომარაგების მხრივ შეფერხება. იცით, რომ სველი წერტილები უკვე სექტემბრიდან სკოლის შენობაში გვაქვს განთავსებული და სრულად არის დაცული სისუფთავე და ჰიგიენის ნორმები“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

 

 


ზურნაჩიანის განცხადებით, სკოლა ელექტრონულ ჟურნალებზეა გადასული და პედაგოგები შეფასებებს უკვე იქ აკეთებენ.

 

 

 


„იცით, რომ ყველა სიახლე კარგად რომ დამკვიდრდეს, გარკვეულ დროს მოითხოვს. ჩვენმა მასწავლებლებმა კარგად აითვისეს ელექტრონული ჟურნალები, თუმცა ამ პროექტს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები ახლავს, რომელიც, ვფიქრობთ, რომ მალე გამოსწორდება“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ვაჟა ზურნაჩიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი