The Washington Post: ტელეკომპანიის გარშემო შექმნილი აურზაურის ფონზე საქართველოს პრეზიდენტი ყველა ძალას სიმშვიდისკენ მოუწოდებს
23-10-2015, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკული გამოცემა The Washington Post -ი "რუსთავი2" -ის გარშემო შექმნილ მდგომარეობაზე წერს. "ტელეკომპანიის გარშემო შექმნილი აურზაურის ფონზე საქართველოს პრეზიდენტი ყველა ძალას სიმშვიდისკენ მოუწოდებს" - ამ სათაურით გამოქვეყნდა გამოცემაში სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე მოდავე, ქიბარ ხალვაში, 10 წლის წინათ მცირე პერიოდით იყო არხის მეპატრონე, ახლა კი მფლობელებისგან 7.8 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლებას რუსთავი 2-ის საშუალებით კრიტიკული აზრის ჩახშობა სურს.


„ქიბარ ხალვში უარყოფს, რომ ტელეკომპანიის დახურვა სურს, თუმცა ცოტა ხნის წინათ აღნიშნა, რომ რუსთავი 2 ყოფილი პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის, მიხეილ სააკაშილის გავლენის ქვეშ იმყოფება და პარტიის დაკვეთებს ასრულებს“ - აღნიშნულია სტატიაში.


გამოცემა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებასაც უსვამს ხაზს.


„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო დაძაბულობის საფრთხე დიდია და სასამართლოს მოუწოდა, არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება“ - ნათქვამია სტატიაში.

 

"მარგველაშვილმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა როგორც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირემ, მაგრამ მას შემდეგ ცდილობს დამოუკიდებელი როლი ითამაშოს.

 

 

ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, მაგრამ საზოგადოებრივი კვლევები აჩვენებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მისი პარტია "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს ჩამორჩება", აღნიშნულია სტატიაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი