პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
05-03-2021, 10:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, მეათე მოწვევის პარლამენტში მინისტრების მოსმენა გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური დეპუტატებს „მინისტრის საათის“ ფორმატში, მისი უწყების მიერ განხორციელებული სამთავრობო პროგრამის შესახებ ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს წარუდგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

 


საპარლამენტო უმრავლესობაში მოლოდინი აქვთ, რომ საინტერესო დისკუსია გაიმართება. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს კითხვები კიბერუსაფრთხოებასთან, ოჯახში ძალადობასთან, მათ შორის, დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით ექნებათ.

 


„მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელები. პარტია „მოქალაქეებისა“ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრების განცხადებით მათ ძალოვანი უწყების მინისტრთან მწვავე შეკითხვები ექნებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი