აშშ-ის საელჩო: $114 000 დოლარს აღემატება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისთვის გადაცემული პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირების საშუალებები
05-03-2021, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოებისთვის და ფერმერთა დასახმარებლად, – ამის შესახებ ინფრმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

 


„გასული წლის განმავლობაში COVID-19 პანდემიასთან ბრძოლისა და ხალხისთვის აუცილებელი მომსახურების უზრუნველსაყოფად შეერთებულმა შტატებმა $7 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია საქართველოს.

 


გუშინ ელჩის ახალმა მოადგილემ, რაიან ჰარისმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას გადასცა პირადი დაცვის აღჭურვილობა და ლაბორატორიული ტესტირების საშუალებები. აღნიშნული დახმარების ღირებულება $114 000 დოლარს აღემატება.

 


სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აუცილებელ სამუშაოს ასრულებს საქართველოში საკვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ფერმერთა დასახმარებლად, რომ მათ მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების გამოვლენა შეძლონ. ეს სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ საქართველოს სურსათის მწარმოებლებმა განაგრძონ საქართველოს ეკონომიკურ აღდგენაში წვლილის შეტანა.

 


მსოფლიო თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გადასარჩენად, ეკონომიკური აღდგენის ხელმშესაწყობად და მომავალი ბიოლოგიური კატასტროფების წინააღმდეგ უკეთესი მედეგობის მისაღწევად. ამ გამოწვევების დასაძლევად შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან და COVAX-ის მსგავს საერთაშორისო პარტნიორებთან“, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი