ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ მინიტრად დანიშვნას ულოცავს
05-03-2021, 11:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, ლი კეციანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინიტრად დანიშვნას ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 


მისალოც წერილში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი გამოთქვამს მზაობას, ორმხრივი თანამშრომლობით კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები.

 


„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა.

 


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მყარად და სტაბილურად ვითარდება; ნაყოფიერი მიღწევების მომსწრენი ვხდებით თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში. მსურს თქვენთან ერთად მუშაობა ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის სტიმულირების, ჩინეთსა და საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის არსობრივი გამდიდრების, ჩვენი ქვეყნებისა და ერების კეთილდღეობის მისაღწევად.

 


ჩემთვის პატივსაცემ ქვეყანას – საქართველოს – კეთილდღეობას ვუსურვებ, ხოლო ქართველ ხალხს – მშვიდობასა და ბედნიერებას“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი