დოდონა კიზირია: ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ბორია ივანაშვილი და მისი ბურატინო ახალ არჩევნებზე დათანხმდებოდა
05-03-2021, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთი წუთით, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ბორია ივანაშვილის ხელით მართული ხელისუფლება და მისი ბურატინო ახალ არჩევნებზე დათანხმდებოდა. ეს ხომ ძალაუფლების ხელიდან გაშვებას ნიშნავს! ესე იგი სულით და ხორცით მახინჯ, უვიც არსებას, რომლის ყოველი ნერვი და ტვინის უჯრედი ფულის კეთებაზეა დაფიქსირებული ვერ შეძლებს - იპარპაშოს საქართველოში, როგორც უნდა გაჩეხოს ტყეები, სადაც უნდა, გაყიდოს მიწები, რამდენიც უნდა... (GUARDIAN.GE-ის შენიშვნა: აქ უცენზორო სიტყვები ამოღებულია).

 


ამ სიამოვნებას მოიკლებს, გუშინდელი არარაობა?! ეს ხომ მისთვის სიკვდილია! ის კბილებით არის ჩაბღაუჭებული ამ ძალაუფლებას და სიცოცხლეს უფრო დათმობს ვიდრე ამ სადავეებს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიამოვნებით ხითხითებს და იფშვნეტს ხელებს, როცა ხედავს, რომ მას უჩოქებენ მისი სტიპენდიანტი პოეტები და მწერლები, რეჟისორები და მსახიობები, მთელი ქართველი ყოყლოჩინა ინტელიგენცია.

 

 

ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა იცოდნენ, რომ ყველაზე საშიში, ყველაზე ბოროტი არის გუშინდელი მონა. სწორედ ეს არის ივანაშვილი - გუშინდელი ჭორვილელი გლახა, რომელმაც შავბნელი გზებით იშოვნა თავისი მილიარდები. ამ ბატონად გამხდარმა მონამ დაკარგვინა ყოველგვარი სიამაყე და თავმოყვარეობა ქართველებს.

 

 

მის ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ერთიმეორეზე უვიცი, ერთიმეორეზე სინდის-ნამუს გაყიდული, ერთიმეორეზე მონური სულის მქონე. როგორ წარმოვიდგენდი, რომ როდისმე ქართველი ადამიანი დიფირამბს მიუძღვნიდა ასეთ არარაობას:

 


„მისი გული ხომ დიდი არის, როგორც დავითის,


როგორც თამარის, ბაგრატის და ვით სხვა მეფეთა...


ეს თალაკვაძის „შედევრი“ გახლავთ, აი იმ დიდი „პოეტის“, მსუქანი ქალი მინდაო, ლექსად რომ გამოთქვამდა.

 


აი, ეს ჭორვილელი გლახა, თურმე, თამარის და ბაგრატის ტოლია. და აი ეს ივანაშვილის უკანალიდან გამომძვრალი ჭია და მისთანები დგანან საქართველოს მთავრობის სათავეში. უარესი!!!!!!! ეს ჭორვილელი ხიხოც და მისი მონებიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია და დაისვა თავზე ცხრა წლის წინ. იმ უბადრუკ დედაკაცზე, რომელსაც კარტოფილით და ხახვით უყიდეს პრეზიდენტობა, აღარაფერს ვამბობ. იმას საერთოდ არაფერი გაეგება საქართველოზე!

 

 

აი, ეს ხალხი ცხრა წელია ძღება, როგორც წურბელა, ქეიფობს და ნავარდობს, იშენებს სასახლეებს. მაგრამ სწორედ ესენი იყვნენ წივილ-კივილი რომ გაჰქონდათ, სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი შეიძინაო. ამის მეტი ვერაფერი მონახეს და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ვაი-ვიშს ატეხდნენ თუნდაც 100 ლარი რომ მოენახათ, „არამიზნობრივად“ დახარჯული.
გინახავათ, გსმენით, წაგიკითხავთ სადმე რომელიმე ერი, ხალხი, ქვეყანა ასე ყოფილიყოს დამცირებული, გამასხრებული, შეურაცხყოფილი? თანაც საკუთარი ნებით! საკუთარი არჩევანით!

 

 

თუ ეს კიდევ გაგრძელდა, ჩვენ ვიქნებით მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე შერცხვენილი ერი! უფრო სწორად რომ ვთქვა - უკვე ვართ!

 


დოდონა კიზირია,


პროფესორი


წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი