გუშინ მქონდა მიხეილ სააკაშვილთან საუბარი, აზრები გავცვალეთ და შევჯერდით, რომ არასწორია რაიმეს დამუნათება, საკითხის ამგვარად დაყენება, რომ პლებისციტი ბიძინას თამაშია, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
უგულავა აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნები არის მათი მთავარი მოთხოვნა, რომელიც შედის მოლაპარაკებების ექვს პუნქტში და პლებისციტზე წინასწარი საუბარი ოპოზიციას უკეთეს მდგომარეობაში არ აგდებს. ამასთან, უგულავას მიაჩნია, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს უფრო დათანხმდება, ვიდრე პლებისციტს.
„აბსოლუტურად უადგილოა და ოპოზიციას ტაქტიკურად არ გვაგდებს უკეთეს მდგომარეობაში წინასწარი დისკუსიები პლებისციტთან დაკავშირებით. პირველი ჩვენი მოთხოვნა არის რიგგარეშე არჩევნები და ბუნებრივია, ვითხოვთ რიგგარეშე არჩევნებს. პლებისციტი რომ გვდომოდა, პირდაპირ ჩაიწერებოდა დოკუმენტში. თუმცა, მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, რადგან პლებისციტის იდეაც გამარჯვებაა ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში. მას ბევრი პლუსი აქვს, სულ მცირე ის, რომ პლებისციტით შენ მიდიხარ სრულად პროპორციული სქემით და რიგგარეშეზე 120/30-ით ტარდება. მოგეხსენებათ, თუ რამე არის ბიძინა ივანიშვილის, არის ეს 30 მაჟორიტარი, რომელიც ფორად აწაპნა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და ეს ფორა უნდა, რომ ჰქონდეს 2024 წლამდე“, – განაცხადა გიგი უგულავამ, რომლის სიტყვების ციტირებას საქრთველოს პირველი არხი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.