ამხელა კაშხლის დაგუბება დამატებით მიწისძვრებს იწვევს... „ენკას“ მთავარი მენეჯერი გუშინ მიგზავნის შუამავლებს, შენი მონაცემები მოგვყიდეთო... ახლა ეძებთ მიწისძვრებს და მონაცემებს? - თეა გოდოლაძე
05-03-2021, 15:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასწაული ამბავი! სასაცილოა! ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებას და მომავალს რომ არ ეხებოდეს!!!

 


ჩვენი გარემოს დაცვის მინისტრი, ბატონი დავითი ხომ მეძახის ვაი ექსპერტს და ბატონი მირცხულავა და მსგავსნი ხომ ღაღადებენ მწყობრად, ნამახვანის დარად, ასე სრულყოფილი პროექტი მეორე არ არსებობსო.

 

 

ჰოდა მოკლედ, ენკას მთავარი მენეჯერი ზეკი ჩემთან პირდაპირ ვეღარ მოდის. ტერორისტების დამცველი (ჩემს ბიძაშვილებზეა საუბარი) მეძახა პირად მიმოწერაში. გუშინ მიგზავნის შუამავლებს შენი მონაცემები მოგვეციო და მისი თანამშრომლები ჩემს თანამშრომლებს ურეკავენ მოგვყიდეთ მონაცემებიო.

 


ეს არის დადასტურება იმისა, რომ სეისმური საფრთხე შესწავლილი არა აქვთ!

 


ხალხნოო, ასეთი კომპანიები სად იპოვეთ და და სად ჩამოიყვანეთ!!! 5 წელია ნორვეგიელებიდან დაწყებული ვუხსნი ამ ხალხს! ასე ეს საქმე არ კეთდება არა!! ეს მონაცემები რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ცენტრებშია გაგზავნილი. ჩამოტვირთვა და მუშაობა სჭირდება! და არ გამოგადგებათ ნამოხვანისთვის, არა! ცალკე სეისმური, ლოკალური ქსელი უნდა მაგას! წარმომადგენლობითი მაგნიტუდა უმთავრესია მსგავსი გიგანტური ნაგებობისთვის!! და წლები სჭირდება მაგის მოპოვებას. ამხელა კაშხლის დაგუბება დამატებით მიწისძვრებს იწვევს და გასათვალიასინებელია ყველა დეტალი. რა ვერ გაიგეთ რა?! კიდე მე ვარ ვაი სპეციალისტი?! 9-ჯერ მივწერე და ავუხსენი! იყიდე-გაყიდე არ არის სეისმოლოგია და ქვეყნის უსაფრთხოება!

 


ახლა ეძებთ მიწისძვრებს და მონაცემებს მშენებლობიდან “პოსლეზე”???? ახლა??!! ჯერ მშენებლობის უფლება მიიღეთ, მიწა მოჩიჩქნეთ და ახლა უნდა გადათვალოთ და შეცვალოთ პროექტი?! ისიც არ იცით რა უნდა დათვალოთ და სანამ მაგას ისწავლით მე მკვდარი ვიქნები უკვე !!!

 

 

თეა გოდოლაძე,

 

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი 2013 წლიდან დღემდე


წყარო: Facebook-ი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი