თეა წულუკიანი: გიორგი გახარიას სამომავლო გეგმებზე, მე შემიძლია ვთქვა, რომ ვინაიდან ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში, ეს დროებითია თუ მუდმივად ასე იქნება, ჩვენ არ ვიცით
05-03-2021, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა დამაზიანებელი იყო არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ თავად გახარიასთვისაც.

 


მან თქვა, რომ ყოფილი პრემიერის სამომავლო გეგმების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს და თუკი გახარია ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში, იგი „მერე უკვე მისთვის დასასმელ კითხვებს“ მას დაუსვამს.

 


„გიორგი გახარიას გადადგომაზე მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც ბრიფინგი მოვისმინე – ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, პირადად გიორგი გახარიასთვის, მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო და დასანანი.

 


„რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ვინაიდან ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში, ეს დროებითია თუ მუდმივად ასე იქნება, ჩვენ არ ვიცით. იმაზე მეტი კომენტარი, რაც გავაკეთე, მგონია ზედმეტი. თუკი ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში, მერე უკვე მისთვის დასასმელ კითხვებს მას დავუსვამ“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი