რიონის ხეობის 32 კმ გაყიდულია როგორც მიწის ნაკვეთი და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში!
რომც ჩაიშალოს ჰესის მშენებლობა, ხეობა რჩება თურქების საკუთრებად და მათ შეუძლიათ ყოველგვარი ნებართვების გარეშე მოიპოვონ წიაღისეული და ა.შ., რაც არის (იქნება).
მდინარე ცხენისწყალი, როგორც ჩანს, მთლიანად გადამისამართებული იქნება ჰესის დანიშნულებისათვის და ფაქტობრივად, უმძიმეს სიტუაციას შექმნის ცხენისწყლის ხეობის სოფლებში, მათ შორის, უსახელაურისთვისაც!
ხელშეკრულების პირობები - ეს არის სრული კაბალა!
ამის დამშვები ადამიანები გასასამართლებელია!
მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ნამოხვანში პროტესტს აცხადებს!
მთავრობის წევრების დემაგოგია, როცა მათ დანაშაული აქვთ ჩადენილი - არ შეიძლება მოსმენილი იქნას!
ახლა იურისტების საქმეა, - სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და დამნაშავეების დაჭერა!
არბიტრაჟი ხელშეკრულების თანახმად - საფრანგეთშია შესაძლებელი! გენიშნათ?!
არის გზები, რომ საერთოდ არ დაიღუპოს საქმე!
დემურ გიორხელიძე,
ანალიტიკოსი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.