მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვეღარ ვიქნებით და ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს ღრმა ჭაობისკენ მიმავალი პროცესების შესაჩერებლად და შესაცვლელად
05-03-2021, 18:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბოლო პერიოდში, აფხაზეთის რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა და დაგვარწმუნა იმაში, რომ აფხაზურ და ქართულ საზოგადოებაებში არიან მოღალატე ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ხელს უშლიან ჩვენი საზოგადოებების ერთმანეთთან დაახლოებას, ნდობის აღდგენას და დიალოგისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

 


გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე არსებობენ ასეთი ადამიანები და შეცვლილი გარემოებების მიხედვით მიზანმიმართულად მოქმედებდნენ, ასევე, დღემდე გვესმის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზების საჭიროება ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ რატომღაც ყველა ჯერზე კონფლქიტის ტრანსფორმაციის შანსებს და შესაძლებლობებს ვუშვებთ ხელიდან.

 


იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაზე მეტი წილი პასუხიმგებლობა მოდის, სწორედ ამ საკითხებზე პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა შეძლონ ყველა შესაძლო ნეგატიურ ფაქტორზე პრევენციულად და პროაქტიურად მოქმედება, მაგრამ თუ სწორი სტრატეგიული ხედვა არ ჩამოყალიბდება კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, და დავრჩებით ტრაფარეტული, გაზეპირებული ერთი და იგივე აზრის მატარებელი განცხადებების ამარა, კიდევ უფრო დავშორდებით აფხაზური და ქართული საზოგადოებები ერთმანეთს, არც სავაჭრო ურთერთბები გამოგვივა, არც ჰუმანიტარული ფორმატები იქნება წარმატებული.

 

 

ამის ფონზე კი რჩება განცდა, დიდი ხნით, ვერც არსებულ სტატუს-კვოს შევინარჩუნებთ. შესაბამისად, დადგა დრო დევნილებმა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ადამიანებმა ამოვიღოთ ხმა და ვიმოქმედოთ! არ ვიქცეთ თვალთმაქცური პოლიტიკის იარაღად და არც იმ ადამიანებს დავაფაროთ ხელი, რომლებსაც ხელისუფლებების ცვლილებების მიუხედავად ისევ თანამდებობებზე ვხედავთ და უკვე ყველანაირი რესურსი ამოწურეს უკეთესობისკენ შეცვალონ დევნილებისა თუ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ბედი.

 

 

აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, გადანაწილებული პასუხიმგებლობების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ უპასუხიმგებლო, არაქმედითი ნაბიჯები კონფლიქტების ნორმალიზების გზაზე - პრაგმატული პოლიტიკისგან დაცლილი შერიგების მყიფე პროცესი, ხოლო დღევანდელი აფხაზეთის ხელისუფლების სახით უმოქმედო და უუნარო აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ორგანო.

 

 

მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ვეღარ ვიქნებით და ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს ღრმა ჭაობისკენ მიმავალი პროცესების შესაჩერებლად და შესაცვლელად, ამიტომ მოვუწოდებთ დევნილ საზოგაოდებას ამ საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ და კონსოლიდაციისკენ. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც რეალურად უნდა იყენებდეს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების პროცესში და არა პირიქით, გვრიყავდეს ამ პროცესებიგან. ერთ წრეზე ტრიალი, უპასუხისმგებლობა, არაკეთილსინდისიერება, არაპროფეიონალიზმი უნდა დასრულდეს!

 

 

ნუკრი ნოდია,

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის“ თავმჯდომარე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი