ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელ ოლიგარქს, იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ოფიციალური განცხადების თანამხად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ კოლომოისკი სასანქციო სიაში დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მისი მუშაობისას კორუფციაში მონაწილეობისთვის შეიყვანეს. იგორ კოლომოისკი 2014-2015 წლებში იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.
აშშ-ის შავ სიაში მოხვდნენ უკრაინელი ოლიგარქის მეუღლე და ორი შვილიც. მათ აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომები ეხება კოლომოისკის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, მისი ამჟამინდელი მუდმივი მცდელობები, დააბრკოლოს დემოკრატიული პროცესები და ინსტიტუტები უკრაინაში, წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნის მომავლისთვის. ამ ზომის მიღება ადასტურებს აშშ-ის მისწრაფებას, მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროატლანტიკური გზისთვის გადამწყვეტ რეფორმებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში და ასევე, მართლმსაჯულებაში“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
შარშან, აგვისტოში, შეერთებულმა შტატებმა კოლომოისკი „პრივატბანკიდან“ მილიარდობით დოლარის მითვისებაში დაადანაშაულა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ უკრაინელი ოლიგარქი აშშ-ში და სხვა ქვეყნებშიც ათეთრებდა ფულს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.