გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ, სოზარ სუბარი სააკაშვილის შავ არქივს უწოდებს
06-03-2021, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სააკაშვილის შავი არქივი, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ანონსს, სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ფიგურირებენ.

 

 

როგორც სუბარი წერს, „პარტიული ტელევიზიის მუშაკები უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას“.

 


„მორიგი სიბინძურე გამოაგდეს პარტიული ტელევიზიის მუშაკებმა – უკრაინიდან მიღებული დავალებით და შემონახული სიყალბის ტირაჟირებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. ეს და კიდევ არაერთი ფალსიფიცირებული ჩანაწერი ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე დაამზადეს მაშინდელი რეჟიმის მონებმა და როგორც ჩანს, არც მომავალში დაიხევენ უკან მსგავსი სიბინძურეების ტირაჟირებისგან. ჩვენ მაშინვე გვქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დავალებით ამონტაჟებდნენ სხვადასხვა შინაარსის ჩანაწერებს და ესეც ერთ-ერთი მათგანია. თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს იმ ტელევიზიისგან, რომელმაც ორი დღის წინ ადამიანს მათი პარტიის ოფისის დარბევა დააბრალა, რასაც მოხუცი ბებიის გარდაცვალება მოყვა.

 


დაბოლოს, რა გავიგეთ ამ ჩანაწერიდან?! კიდევ ერთხელ გავიგეთ, რაც მანამდეც ვიცოდით, ვინ იყო ფარული ჩანაწერების შემოქმედი და ვინ ფლობს ამ შავ არქივს“, წერს სუბარი.

 

 

 

GUARDIAN.GE ბოდიშს უხდის მსმენელს უცენზურო ლექსიკის გამო, რომელიც აუდიოჩანაწერში ისმის და იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი