ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მეეზოვის პროფესიული დღე ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრში“ დასაქმებულებს მიულოცა და ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელთან, დავით წულაძესთან ერთად მათ ყვავილები გადასცა.
„ამინდის მიუხედავად, გამთენიისას გამოდიხართ და ზრუნავთ ჩვენი პატარა ქალაქის სისუფთავეზე. თქვენი ზრუნვა და ფუსფუსი მუდამ ეტყობა ქალაქს. პროფესიულ დღესთან ერთად გილოცავთ გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულებს, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ“, - განაცხადა, ალექსანდრე სარიშვილმა.
ინფორმაციას ლანჩხუთის მერის ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.