რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრის პირველ ნახევარში 13:10 წააგო.
მატჩის პირველ ნახევარში მე-18 წუთზე, როცა „ბორჯღალოსნები“ თამაშს აგებდნენ და ანგარიში 6:0 იყო, პირველი ლელო მირიან მოდებაძემ დადო და ანგარიში 6:5 გახდა. გარდასახვის არაზუსტი შესრულების გამო საქართველოს ნაკრებმა 2 ქულით წინ წაწევის შანსი დაკარგა.
თუმცა 27-ე წუთზე მორიგი ლელო ჯაბა ბრეგვაძემ დადო და „ბორჯღალოსნებმა“ 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - ანგარიში 6:10.
პორტუგალიელებმა 35-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხეს - ლელოს ავტორი როდრიგო მარტა - და ანგარიში 11:10 გახდა. გარდასახვის ზუსტად შესრულების შედეგად კი 37 წუთზე ანგარიში 13:10 დაფიქსირდა.
მატჩი ლისაბონში ტარდება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.