მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია სამზარეულოში შეუვარდა მის დას, ექვსი შვილის დედას და ბავშვების თვალწინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას
06-03-2021, 22:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი „მთავარი არხის“ და მისი ჟურნალისტის, ემა გოგოხიას „ზღვარგადასულ ქმედებებს“ სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 


„ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ემა გოგოხია „ყოველგვარი ნებართვის გარეშე, სამზარეულოში შეუვარდა“ მის დას, ექვსი შვილის დედას და ბავშვების თვალწინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას.

 


„მსურს გამოვეხმაურო დესტრუქციული „მთავარი არხის“ და მისი ანგაჟირებული ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ზღვარგადასულ ქმედებებს, რომელმაც სისტემატური ხასიათი მიიღო და გასცდა ყოველგვარ საზღვრებს.

 

 

ემა გოგოხია ყოველგვარი ნებართვის გარეშე, სამზარეულოში შეუვარდა ჩემს დას, ექვსი შვილის დედას და ბავშვების თვალწინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანი, მისი ხელმძღვანელი ყოფილი პროკურორის დავალებით, მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავს.

 

 

ჩემმა ოჯახმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, გამოიარა ყველანაირი განსაცდელი და უბედურება. პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიჭირეს ჩემი ძმა, დავით ჟორჟოლიანი, რომელმაც უდანაშაულოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საპატიმროში თითქმის ორი წელი გაატარა. 2012 წელს, არჩევნების წინ დამიჭირეს მეც და რომ არა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება, მჯერა სისრულეში მოიყვანდენ ჩემი ფიზიკური განადგურების შესახებ საკმაოდ სერიოზულ მუქარებს.

 


მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლების სათავეში, მე და ჩემი ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში კვლავ გვიწევს მათი ბინძური ცილისწამებისა და პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა. რასაც ეს ადამიანები ადრე პოლიციისა და ძალოვანი უწყებების მეშვეობით აკეთებდენ, ამჟამად იგივეს ჟურნალისტური ეთიკისგან დაცლილი არხების მეშვეობით ახერხებენ.

 


ვწუხვარ, რომ ემა გოგოხიამ მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ მაინც შეძლო ჩემი მწყობრიდან გამოყვანა. ვფიქრობდი ნანახი და გამოცდილი მქონდა „მთავარი არხის“ ყველა ბინძური და უღირსი მეთოდი, მაგრამ როდესაც ტელეფონზე მითხრეს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩემი და ემა გოგოხიას თავდასხმის შემდეგ, ვერ შევძელი თავის გაკონტროლება.

 


აქვე განვმარტავ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან განსხვავებით, ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა და მუქარა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვცდილობ ადამიანებს ჰუმანურობისკენ მოვუწოდო, ხოლო მუქარა და ამ მუქარის ასრულების სიმძიმე, როგორც გითხარით საკუთარ თავზე მრავალჯერ გამოვცადე. ნამდვილად არ ვუსურვებ არც ერთ ჟურნალისტს და არც ემა გოგოხიას, ნახოს და საკუთარ თავზე გამოსცადოს ის, რაც მე და ჩემმა ოჯახმა გამოვიარეთ. რაც შეეხება თანხის შეთავაზებას, არის ძალიან დიდი სისულელე და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა“, წერს სოციალურ ქსელში კაპიტონ ჟორჟოლიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი