„უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.
„მიხვდით, ჰო, რაც ხდება?
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მედიატორობს და შეთანხმების გზებს ეძებს.
შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, დილის პიკეტის მოწყობისთვის, ოპოზიციას ბოდიშები და დაანონსებული აქციების გადადება უწევს. ევროპა მკაცრად აკვირდება, რამდენად კონსტრუქციულია ოპოზიცია დიალოგში და რეაქციებიც არ აყოვნებს.
ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს... ჰოდა, ჰოი საოცრებავ, რას აკეთებს ოპოზიცია, ალბათ რიგმა მოუწია და, ამჯერად ლელოს და ტვ პირველის ხელით...
...უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო.
ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ. ევროპის გზავნილი აშკარაა: ან იქცევიან კონსტრუქციულად და პასუხისმგებლიანად, ან რჩებიან სამი ტელევიზიის სტუდიებს შორის მომთაბარე მარგინალებად.
არადა, როგორ ხელის გულზე დევს ყველაფერი... რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა რომ გაქვს. ასე იცის, ხალხის ნაცვლად ბაბლზე რომ მუშაობ.
გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო. ხალხს დაენახეთ და ხალხი დაინახეთ. ხუთი წუთი მაინც დაფიქრდით რამეზე, ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზების ძიების გარდა“, აცხადებს პაპუაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.