შალვა ნათელაშვილი: „ველოდები რამდენიმე საათში გადადგომის განცხადებებს ღარიბაშვილის, ჩუბინიძესა და ყველასგან“
07-03-2021, 15:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავზარდამცემი ჩანაწერების შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყანას მართავს მაფიოზურ-ტერორისტული ოჯახი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო სრულად“, - განაცხადა „ლეიბორისტული პატიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

 


მან პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძეს და სხვა ოფიციალური პირების თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

 

 

„რა არ გამოვიარეთ - დარბევები, დაპატიმრებები, მაჩალიკაშვილის საწოლში ჩაცხრილვა, ახალგაზრდებისათვის 20 ივნისს თვალების დათხრა, მაგრამ ამგვარი რამ, სკოლის მოსწავლეებზე დაწესებული ტერორი, უმაღლესი ხელმძღვანელების მხრიდან, მსოფლიო პოლიტიკური რეპრესიების ისტორიას არ ახსოვს. ჩვენ არ გვაქვს გარანტია, რომ ბავშვს გავუშვებთ სკოლაში და ის დაგვიბრუნდება უვნებელი, ჯანმრთელი და ცოცხალი.

 


„ვფიქრობ, ყოველი წუთი, ამ ფიგურების ხელისუფლებაში ყოფნის, არის უდიდესი საფრთხე სრულიად საქართველოსთვის, ყველა ოჯახისთვის, ყველა პიროვნებისთვის, ჩვენი შვილებისთვის. ამიტომ, მე ველოდები რამდენიმე საათში განცხადებებს ღარიბაშვილის, ჩუბინიძესგან და ყველასგან, გადადგომის თაობაზე.

 


„სასწრაფოდ, ტექნიკური, არაპარტიული, პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული დროებითი მთავრობა და სასწრაფოდ, ახალი საპარლამენტო არჩევნები“, განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი