ვახო სანაია ბერა ივანიშვილის შესახებ: მსხვერპლია ეს ბიჭი, შემეცოდა
07-03-2021, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ცხადია, სოციუმი ვიწრო იყო. ამ სოციუმში იზრდებოდა ბერაც. ყველა მისი სურვილი უსიტყვოდ სრულდებოდა. ოჯახის წევრები, უსაფრთხოების სამსახური, წრე რომელთანაც შეხება ჰქონდა, თავიდან ბოლომდე გადამოწმებული. არანაირი თავისუფალი ურთიერთობები, არანაირი დამოუკიდებელი ცხოვრებისეული გამოცდილება. აკი თავადაც ამბობდა ბერა ინტერვიუში, მამაჩემს ყველა ისე ესაუბრება, როგორც ძველ დროში დიდებულ მეფეებსო. ამას უყურებდა მთელი ცხოვრება. რა იყო კომპრომისი ან სირთულეები, ბავშვმა, როგორც ჩანს, არ იცოდა.

 

 

ამის შემდეგ ბიძინა გამოვიდა კომფორტის ზონიდან და აღმოჩნდა პოლიტიკაში. გახდა ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. ბერას სოციუმი გაფართოვდა. ყოველ შემთხვევაში სოციალურ ქსელში. და რასაც ვერ აიტანდა იმ ჩაკეტილ წრეში - წინააღმდეგობას, პროტესტს, დაუმორჩილებლობას, ვერ აიტანა ვერც ახალ რეალობაში - ანუ სასახლის გალავანს მიღმა. ამიტომ ამბობს ნახევარ საქართველოს ეს ზუმერი უნდა ეყენოსო. ამიტომ ამბობს, როგორ გატისკავენ იმ ბავშვს თავად მეზობლები, როცა გაიგებენ, რომ ივანიშვილი აუგად მოიხსენიაო. მას ჰგონია, რომ თვითონ კი არ გამოვიდა გარეთ, არამედ საქართველო მოექცა სასახლის გალავანს შიგნით. მამული გაფართოვდა, მაგრამ ხასიათი და თამაშის წესები იგივე დარჩა.

 

 

როცა საჯარო პირი არ იყო და სასახლის ეზოში რამე დასჭირდებოდა, ვის მიმართავდა დასახმარებლად? ღარიბაშვილს, ჩუბინიძეს, გომელაურს. იგივე გაგრძელდა მერეც. მოთმენა, წყენის ატანა - ასეთი რამეები მისთვის უცხოა. მე ვიტყოდი, მსხვერპლია ეს ბიჭი. და მსხვერპლი ყველაზე ხშირად ძალადობს. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა. და ერთი მხრივ, ბიძინას უნდა ეზრუნა ოჯახის, მათ შორის ბერას უსაფრთხოებაზე, რამაც მისი საურთიერთო წრე უკიდურესად შეკუმშა, მეორე მხრივ, ეს შედეგი მიიღო. ესაა ჩემი პიროვნული დამოკიდებულება.

 


თუმცა ეს სულაც არ ეხება სამართლებრივ მხარეს. სამართლებრივად ეს ამბავი ბოლომდე უნდა მივიდეს, რადგან იკვეთება სერიოზული დანაშაულის ნიშნები ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის შვილისა და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.

 

 

ვახო სანაია,

 

ჟურნალისტი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი