ლაშა ნაცვლიშვილს გული წაუვიდა და კრუნჩხვები დაეწყო, ამის დამნახავ შვეიცარიის იუსტიციის მინისტრსაც ლამის გული წაუვიდა... ბატონ ლაშას ლომკა დაწყებოდა და ცოლმა ახალი „ზახოდი“ დააწია მისი „სუმკიდან“ - ირაკლი ოქრუაშვილი
07-03-2021, 21:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავბედითი 90-იანი წლებია, ცხინვალის მუზეუმიდან 1992 წელს ოქონის XI საუკუნის ცნობილი ხატი მოიპარეს.


სიტყვას თუ ვამატებდე როგორც გინდათ გამლანძღეთ, ოღონდ არ ჩამეძიოთ მაგდენი საიდან ვიცი.


2001 წელს ხატი ჟენევაში კრისტის აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს 2 თუ 3 მილიონ დოლარად. როგორც ადამიანს ეძებს ინტერპოლი, ასევე მოპარულ კულტურულ მემკვიდრეობას. მაგ დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვარ და შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროდან შეტყობინება მივიღეთ როგორც ძებნის ინიციატორმა, თქვენგან მოპარული ძვირფასი ნივთის უკანონო გაყიდვა ავღკვეთეთო.


დაიწყო ხატის დაბრუნების ხანგრძლივი პროცედურა.


2003 წელს ხატის გადმოცემა გადაწყდა და საქართველოდან შვეიცარიაში ორკაციანი დელეგაცია წავიდა (სინამდვილეში სამი, მაგრამ მესამეზე მოგვიანებით). ერთი გახლდათ მაშინდელი უშიშროების მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, ხოლო მეორე გენერალური პროკურორის მოადგილე ბადრი ბიწაძე.


შვეიცარიის იუსტიციის მინისტრისთვის ასეთი ნივთის გადაცემა მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც პროტოკოლური თემა გახლდათ, რადგან მსგავსი იქ ხშირად ხდება. ხატის გადაცემის დღე პარასკევი იყო, რაც ევროპაში იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მოკლე სამუშაო დღეა და ყველა თავისი პირადი ცხოვრების მოსაწყობად გარბის დღის მეორე ნახევარში.


შვეიცარიის იუსტიციის მინისტრმა საქართველოს ორკაციან დელეგაციას დელიკატურად მოუბოდიშა, რომ ხატის გადაცემის პროცედურა 4 საათამდე უნდა დაესრულებინა რადგან პარასკევი იყო და მეგობრები ნადირობის, დიდი ხნით ადრე დაგეგმილ, რიტუალზე ელოდებოდნენ.


ჰოი საოცრებავ. ხატს საქართველოში დაბრუნება იმ დღეს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან შეუცნობელია გზანი უფლისანიო.


შუა მოლაპარაკების დროს საქართველოს ორკაციანი დელეგაციის ერთ წევრს, ლაშა ნაცვლიშვილს გული წაუვიდა და კრუნჩხვები დაეწყო. ამის დამნახავ შვეიცარიის იუსტიციის მინისტრსაც ლამის გული წაუვიდა, რადგან პარასკევის, მეგობრებთან დაგეგმილი, ღონისძიება ეშლებოდა. ატყდა განგაში, ფეხზე დადგა მთელი სამინისტრო სასწრაფოს გამოძახებაში და ამ დროს მინისტრის მისაღებიდან კაბინეტში დელეგაციის მესამე ინკოგნიტო წევრი, ლაშა ნაცვლიშვილის მეუღლე შემოიჭრა. "არაა სასწრაფო და ექიმი საჭირო, მარტო დამტოვეთ ჩემს მეუღლესთან და მე ვიცი და ჩემმა აქიმობამო, მიუხურა კარები Ყველას".


ხუთ წუთში ჩვენი ლაშა საღსალამათი ფეხზე იდგა და შვეიცარიის იუსტიციის მინისტრს ესაუბრებოდა. მხოლოდ მან, მისმა მეუღლემ და ალბათ ბადრი ბიწაძემაც (მოგვიანებით შვეიცარიის დაზვერვამ) იცოდა, რომ ბატონ ლაშას ლომკა დაწყებოდა და ცოლმა ახალი "ზახოდი" დააწია მისი "სუმკიდან".


იმ დღეს ხატი არ გადმოგვცეს. კიდევ კარგი თორემ რომელი ნარკოკარტელის ხელში აღმოჩნდებოდა კაცმა არ იცის.


ოქონის ხატი ერთი წლის შემდეგ, 2004 წელს დაბრუნდა საქართველოში.

 

 

ირაკლი ოქრუაშვილი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი