„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცალსახაა, მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
08-03-2021, 13:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ.

 


„ხაზგასმით მინდა, ვთქვა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს, რადგან ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელიას, პოლიტპატიმრების გამოშვებასა და რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე ვისაუბრებთ.

 


რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტში. ამიტომ, მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო-შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცალსახაა, მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია“, განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი