[ვიდეო] მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში შეხლა-შემოხლის დროს აივნის ხის მოაჯირი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა
08-03-2021, 21:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

 


დაპირისპირების მიზეზი ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა გახდა.

 

 

 


შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. ტელეკომპანია „პირველის“, „ფორმულასა“ და „პოსტივის“ ოპერატორები მარტვილის კლინიკაში, ხოლო „რუსთავი 2“-ის ოპერატორი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 


მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, რომ ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

 

 

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე დღევანდელ ინციდენტში მრევლის, სასულიერო პირების ნაწილსა და მედიას ადანაშაუალებს და აცხადებს, რომ ეპარქიის დატოვებას არ აპირებს.

 


„ფიზიკური დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ ხალხისგან, ვინც აქ დგას. მე ყველა კითხვა ჩავიწერე, მაგრამ მღვდლებმა, რომლებმაც ეს ხალხი აქ მოიყვანეს, ატეხეს ხმაური და არ მომცეს საშუალება, პასუხი გამეცა. ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება და ძალიან დიდი პრობლემა. ესაა დაგეგმილი პროვოკაცია, მე ეპარქიას არ დავტოვებ“, – აცხადებს მეუფე სტეფანე.

 

 

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი