თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და საჭიროა მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
მედიასთან საუბრისას კახა კალაძემდიალოგის პროცესში კომპრომისების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მომავალზე, იმაზე, რომ შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, არსებული პანდემიის ძალიან სწრაფად დაძლევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიმშვიდედა სტაბილურობა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ დიალოგს და საუბარს, ასევე, კომპრომისებს ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.