[ვიდეო] მიტროპოლიტი სტეფანე: გუშინდელ მიტინგზე ჭყონდიდის ეპარქიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყოფილან და ერთ-ერთი ძველი საკრებულოს თავმჯდომარე თავკაცობდა მიტინგს“
09-03-2021, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, გუშინ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ, არაეკლესიური წესით შეკრიბეს ხალხი და შეთქმულება მოაწყეს.

 


მეუფის თქმით, გუშინდელ მიტინგზე „ქუთაისელები და კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყოფილან“ და „ერთ-ერთი ძველი საკრებულოს თავმჯდომარე თავკაცობდა მიტინგს“.

 


მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირების უმრავლესობა „ყველა სიხარულით არის განმსჭვალული, რომ ჩვენ ერთად უნდა ვილოცოთ“.

 

 

 


„არ ვაპირებ ეპარქიის დატოვებას, რა მაქვს დასატოვებელი? იქ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, არაეკლესიური წესით შეკრიბა ხალხი, შეთქმულება მოაწყეს. მე ჩვეულებრივად მოვიწვიე სამღვდელოების კრება. არც მრევლი და არც მედია არ იყო მოსაყვანი, რადგან სასულიერო პირებს გვაქვს წესი, რომ ერთმანეთთან ვილაპარაკოთ. იქ ჰქონდათ კითხვები და მზად ვიყავი, ყველაფერზე მეპასუხა. ეს კრება ჯერ გაცნობითი ხასიათის იყო. მე ახალი დადგენილი ვარ ამ ეპარქიაში და ყველა სასულიერო პირის გაცნობა მინდოდა, მინდოდა იმ სხვადასხვა საკითხის განხილვა, რომელიც აინტერესებდა ზოგიერთს. თურმე ისინი კრებაზე კი არ მოსულან, მრევლს ამოეფარნენ. მრევლიც არ იყო, როგორც მე გავიგე, ქუთაისელები და კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ყოფილან. ერთ-ერთი ძველი, საკრებულოს თავმჯდომარე თავკაცობდა მიტინგს, რომელიც მოაწყეს, თითქოს ეკლესიაში მიტინგებით რამე უნდა გადაწყდეს. კრებაზე როცა პასუხის გაცემას ვაპირებდი დასმულ კითხვებზე, არ მაცალეს, დაიწყეს ყვირილი. როგორც ჩანს, ეს დაგეგმილი იყო. შემდეგ გარედან კარებს დაუწყეს ჯაჯგური. იქ შესვლა და დგომა არ შეიძლებოდა, ყველა არღვევდა კანონს. ძალიან კარგად იცით, რომ პრივატულ ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლება და რაღაც ჯაჯგურის მოწყობა, ფაქტობრივად, გააფრთხილეს, მაგრამ ჩვენ არ გვყავს დაცვის პოლიცია. ორი-სამი ბიჭი იყო და სთხოვდნენ ხალხს, რომ არ შემოსულიყვნენ.

 


რაც იქ ხდებოდა, ყველამ კარგად ნახა, რომ ყვიროდნენ იმ სასულიერო პირების ნაშიერები, რამდენიმე კაცი სალაპარაკოდ კი არა, საჩხუბრად იყო მოსული. სპეცოპერაცია უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. იყო წივილი, კივილი, მაგრამ ჩვენ ვწირავთ, ვმარხულობთ, ჩვენს საქმეს ვასრულებთ. სასულიერო პირების უმრავლესობა ადგილზე ყველა სიხარულით არის განმსჭვალული, რომ ჩვენ ერთად უნდა ვილოცოთ. მრევლთან მსიამოვნებს ურთიერთობა. გულანთებული ადამიანები ცხოვრობენ და იმედი მაქვს, დამთავრდება სკანდალი მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში და დაიწყება სულიერი ცხოვრება“, – განაცხადა მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი