2021 წლის 9 მარტს ხელი მოეწერა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დაფინანსებულ სამ პროექტს:
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტისთვის ნაგავმზიდი მანქანის შეძენა, ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით. განმახორციელებელი: ახალქალაქის მუნიციპალიტეტი. ბიუჯეტი: 56,000 აშშ დოლარი;
2. მცხეთის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში სასათბურე მეურნეობის მოწყობა, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სიღარიბის შემცირების მიზნით. განმახორციელებელი: არასამთავრობო ორგანიზაცია - გარემო და განვითარება. ბიუჯეტი: 71,249 აშშ დოლარი;
3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თაფლის ტესტირების ლაბორატორიის შექმნა, ადგილობრივი ფერმერების მიერ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების გაზრდის მიზნით. განმახორციელებელი ორგანიზაცია - აგრო-სერვის კონსალტინგი (ASC). ბიუჯეტი: 82,252 აშშ დოლარი.
აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს რეგიონების განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ეფექტური, შედეგიანი და მდგრადი გზებით მიწოდების უზრუნველყოფას. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტები წარმატებით განხორციელდება და დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.