ლევან ბერძენიშვილი: "ნაციონალებს" მოვუწოდებდი, რომ "მაიდანზე" ოცნებას თავი დაანებონ"
23-10-2015, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო სექტორი ძალიან კარგად იქცევა, როცა პოლიტიკოსების განცხადებებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ თერმოსებს მოიმარაგებენ, მათ უნდა მიუთითონ, კანონიდან არავინ გავიდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.


"ის, რაც პარტიულ ოფისებზე თავდასხმებით, ბიბლიოთეკისა და წიგნების შეურაცხყოფით ხდება, ვანდალიზმია, მაგრამ ზუსტად ასეთი დონის ვანდალიზმია განათლებული, მოვლილი და ჭკვიანი ადამიანებისგან იმის ლაპარაკი, რომ თუ მათ მოსამართლის გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, კანონს დაარღვევენ. ეს განცხადებები კვერცხებისა და საღებავების სროლისაგან არ განსხვავდება და გაცილებით საშიშია. არასამთავრობოებს ვეთანხმები, მაგრამ "ნაციონალებს" მოვუწოდებდი, რომ კანონის ფარგლებიდან არ გავიდნენ და "მაიდანზე" ოცნებას თავი დაანებონ", - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


მისივე აზრით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ყველაზე სწორი პოზიცია პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატეს.


"პრეზიდენტის გამოსვლა იმ ნაწილში კარგი იყო, რომ სხვამ ეს არ უნდა თქვასო... მაგრამ მოსამართლის მიმართ მოწოდება სწორი არ იყო", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი