დავით სერგეენკოს განცხადებით, ფარულ აუდიოჩანაწერში ბერა ივანიშვილის მიერ „არ ყოფილა ნათქვამი, რომ შურს იძიებს, ან სხვას გააკეთებს, მან თქვა, რომ პასუხს მოსთხოვს, რაშიც რაიმე ექსტრაორდინალური არ არის“
10-03-2021, 11:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მას აქვს თავისი ფორმატი, რა და როგორ გაკეთდეს. შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს, რომ ექიმმა ანესთეზიოლოგმა პროკურორს ასწავლოს, როგორ ჩაატაროს გამოძიება, ვინ გამოკითხოს და ვინ არა. ეს მათი საქმეა და მჯერა, რომ პირნათლად შეასრულებენ, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების კომენტირებისას.

 


სერგეენკო ამბობს, რომ ფარულ აუდიოჩანაწერში ბერა ივანიშვილის მიერ „არ ყოფილა ნათქვამი, რომ შურს იძიებს, ან სხვას გააკეთებს, მან თქვა, რომ პასუხს მოსთხოვს, რაშიც რაიმე ექსტრაორდინალური არ არის“.

 


„მონაწილეებმა თქვეს, რომ ეს არის 10-11 წლის წინანდელი ამბავი, რომელშიც მონაწილეობს 16 წლის მოზარდი და ის ადამიანები, ვინც არ იყვნენ საჯარო მოხელეები. თუ იქნება რაიმე დასაზუსტებელი, დაწყებულია გამოძიება და ჩემი მხრიდან ზედმეტი მგონია, დარიგება დავიწყო, ვინ გამოკითხოს და ვინ არა. ეს იქნება ბერა თუ სხვა, ამბობს, რომ თუ მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ, ამაზე პასუხს მოსთხოვენ, ეს არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავია. იქ არ ყოფილა ნათქვამი, რომ შურს იძიებს, ან სხვას გააკეთებს. მან თქვა, რომ პასუხს მოსთხოვს. ამაში რაიმე ექსტრაორდინალური არ არის. რაც შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო და ზედმეტი მგონია, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ გამომძიებელს ასწავლოს, როგორ გააკეთოს თავისი საქმე. მათ საშუალება მივცეთ, რაღაც მონაცემები მოიპოვონ“, განაცხადა დავით სერგეენკომ.

 


არ დავიწყებ კამათს, ავთენტური იყო ჩანაწერი თუ დაამონტაჟეს, პირდაპირ ვიტყვი, ვინმე დედას თუ შემაგინებს, ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ, - აღნიშნული კომენტარი კი, მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით „იმედის ფაქტორში“ გააკეთა.

 

 

მან აღნიშნა, რომ ეს 2011 წელს ხდებოდა, როცა თავად არასრულწლოვანი იყო და მასზე და მის ოჯახზე „საზიზღარ“, მასობრივ თავდასხმებს ჰქონდა ადგილი და ინფორმაცია ამის შესახებ დაცვის სამსახურს გადასცეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი