თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს. ის დღემდე, დიდუბის რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე ტოგონიძეს, რომელმაც ფონდის დირექტორის თანამდებობა დატოვა და საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს, წარმატებები უსურვა.
„ალექსანდრე ტოგონიძე, რომელიც დღემდე თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, კერძო სექტორში, ბიზნესში გადადის. მინდა, მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის და წარმატებები ვუსურვო. ფონდის დირექტორის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ლევან ჯღარკავას კანდიდატურას, რომელიც დღემდე დიდუბის გამგებლის თანამდებობას იკავებდა. მინდა, მასაც წარმატებები ვუსურვო. ლევან ჯღარკავას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ბევრი მიმართულებით საქმიანობდა, ხელმძღვანელობდა დიდ კომპანიებს და დარწმუნებული ვარ, ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ალექსანდრე ტოგონიძე იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ დედაქალაქში საკმაოდ ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი თბილისის მასშტაბით, განსაკუთრებით, ძველ უბნებში, იმისთვის, რომ ის ღირებული და ძვირფასი, რაც დედაქალაქში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით გაგვაჩნია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატურას, თბილისის მერი საზოგადოებას მომდევნო დღეების განმავლობაში წარუდგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.