კახა კალაძე: 2021 წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი ე.წ. ყველა ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება
10-03-2021, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისში არსებული მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 


მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, დედაქალაქში მხოლოდ 1000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს, დანარჩენ მარშრუტებს კი 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება.

 


„თბილისის მიკროავტობუსთან“ მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. კომპანია კაპიტალის მოზიდვას უზრუნველყოფს და პირველ რიგში, ჩვენ მიერ ნაყიდ 300 ერთეულ მიკროავტობუსსგამოისყიდის. ასევე, დამატებით, 400 ერთეულ მიკროავტობუსსშეისყიდის. ეს ყველაფერი წლის ბოლომდე დასრულდება. უახლოებს დღეებში თბილისის მერია გამოაცხადებს ბაზრის კვლევას და დაიწყებს სატენდერო პროცედურას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დედაქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესიც მიმდინარეობს.

 


„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ყველაზე მთავარი არსებული პარკის განახლება და ძველი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებაა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ავტობუსები შესყიდულია და მის მოწოდებას ველოდებით. დამატებით, გვინდა შემოვიყვანოთ, დაახლოებით, 180 ერთეული 8-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი