სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იწყებს „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას მესტიის მუნიციპლიტეტში, აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მხარდაჭერა 7 500 ლარის ფარგლებში. აღნიშნული თანხის ფარგლებში, შეძენილი იქნება ძირითადი საშუალებები, რომელიც საჭიროა მათი ბიზნესის გასაუმჯობესებლად და გასაძლიერებლად.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს და ეკომიგრანტს, რომელსაც აქვს:
1. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი;
2. მცირე ბიზნეს სტატუსი;
3. მიკრო ბიზნესის სტატუსი;
4. შპს-ს, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის და სხვა სამეწარმეო იურიდიული პირის სტატუსი (რომელთა პარტნიორია დევნილი ან/და ეკომიგრანტი, რომელიც ინდივიდუალურად ან ჯამში ასეთი პარტნიორები ფლობენ არანაკლებ 51 პროცენტს წილს/აქციას).
5. ბიზნესი რეგისტრირებული უნდა იყოს 2021 წლის 1 იანვრამდე.
ბიზნეს გეგმები მიიღება მიმდინარე წლის 9 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა მეწარმემ უნდა შეავსოს ბიზნეს გეგმის ფორმა და წარმოადგინოს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად შემდეგ მისამართზე: სეტის მოედანი N1.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: +995 555 32 23 32
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.