მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სიმშვიდე შეინარჩუნოს, - ამის შესახებ პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ ჟურნალისტებს განუცხადა.
"განვიხილეთ ბოლო დროინდელი მოვლენები და მოვისმინეთ პრეზიდენტის პოზიცია. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის ძალისხმევას და მცდელობებს წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო დგას ევროპისა და ნატოს გზაზე. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ სიმშვიდე შეინარჩუნოს", - აღნიშნა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
უილიამ ლაჰიუს თქმით, დემოკრატიულ პროცესებში მედიის როლი უმნიშვნელოვანესია. "მედიის პატივისცემა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში არის უმნიშვნელოვანესი. ეს ასეა საქართველოსთვისაც სწორედ იმიტომ, რომ ის დგას ევროკავშირისა და ნატოს გზაზე. თავისუფალი მედია არის დემოკრატიის საფუძველი", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ყველა უნდა დაეთანხმოს მოსაზრებას, რომ არავინ უნდა მოახდინოს სამართლებრივი პროცესის პოლიტიზება. "ჩვენ დაინტერესებული ვართ დემოკრტარიული პროცესის შენარჩუნებით თქვენს ქვეყანაში, ასევე, სასამართლო პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვით", - დასძინა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.