პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ კახა კალაძე ყოველთვის მოიაზრებოდა ერთ-ერთ პირველ პოლიტიკოსად, რომელიც „ქართული ოცნების“ დატოვებას აპირებდა, მაგრამ მას გიორგი გახარიამ დაასწრო, რომელმაც „კარგი მომენტი დაიჭირა“, რაც კალაძემ ვერ შეძლო, შანსი გაუშვა, და ის რომ ახლა წავიდეს მმართველი პარტიიდან, ეს „გაქცევას და დამალვას დაემსგავსება“. ამის შესახებ ჭიჭინაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ დატოვების ლიდერად ყოველთვის ითვლებოდა კახი კალაძე, თავისი გუნდით. ის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სულ ცდილობდა დისტანცირებულიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ მის მიმართაც „ქართული ოცნების“ მხრიდან, სუს-ის მხრიდან ხდებოდა სხვადასხვა კომპრომატების ომის გამოცხადება, მაგრამ, უბრალოდ, გახარიამ დაასწრო, ასე რომ ვთქვათ, საკმაოდ კარგი მომენტი დაიჭირა, რაც კალაძემ ვერ დაიჭირა ვერც ერთ მომენტში; რომ იტყვიან, ზურგის ქარი ვერ დაიჭირა და გახარიამ შეძლო ამ ზურგის ქარის დაჭერა და პოლიტიკურად საკმაოდ მომგებიანად გავიდა, კალაძე დღეს რომ გავიდეს, ეს უფრო გაქცევას და დამალვას დაემსგავსება, ვიდრე რაღაც ახალ დივიდენდების და პოლიტიკური ნაბიჯების მიღებას.
„ასე რომ, დღეს კალაძეს უბრალოდ უჭირავს ისეთი პოზიცია, რომ ბოლომდე არ დაიწვას და რაღაც მომენტს დაელოდოს, ჩასაფრებული ვარიანტით, რომ მანაც რაღაც დივიდენდები აიღოს „ართული ოცნებიდან“ გამოსვლის, მაგრამ ის რომ უკვე აქედან გავა, ეს ფაქტია.
„ქართულ ოცნებას“ რომ ლიდერი უკვე აღარა ჰყავს რესურსულად, ეს მაშინაც დავინახეთ, როდესაც კობახიძესა და რეალურად ღარიბაშვილს შორის უნდა გაკეთებულიყო არჩევანი. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევანი არ აქვს, დასაყრდენი არ აქვს - თვითონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ რეალურად, ყველა მიმართულებით იმედგაცრუება არის საკმაოდ. მაგრამ, მთავარი რა არის, ჭკუის დამრიგებელი არავინ არ ჰყავს“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.