საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს
11-03-2021, 14:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო შაბათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს ეტაპობრივად მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა ამ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იქნას შეთანხმება „ფაიზერის“ ვაქცინის დაჩქარებულ ვადებში მოწოდებაზეც.

 

 

 

„მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ასევე „კოვაქს“ პლატფორმას, დღეის მდგომარეობით ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პარტნიორს, რომელთანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს არაერთწლიანი გამოცდილება და თანამშრომლობა, კერძოდ, „იუნისეფს“, რომელიც ინტენსიურად არის ჩართული საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდებაში. სწორედ მათი დამხარებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ უკვე გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოს ვაქცინები ეტაპობრივად მოეწოდება. კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო დიდი მადლიერება მათ, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, ვინც 24-საათიან რეჟიმში ჩართულია ვაქცინის მოწოდების პროცესში. ამ ეტაპისთვის „იუნისეფის“ მხრიდან მიღწეული იქნა მოლაპარაკება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე, მოწოდებული იქნება დათქმული დოზა – 43 200, რომელიც არსებული პროტოკოლით შესაბამისად გადანაწილდება“, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

მისი თქმით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კორონავირუსის ვაქცინა, რომლითაც აიცრებიან, საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიონ იმ ვაქცინებიდან, რომლებიც საქართველოში შემოვა.

 

 

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შეხვედრა სამედიცინო ასოციაციებთან. მათი როლი და ჩართულობა ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. მათ აქვთ წვდომა როგორც სამედიცინო პროფესიონალებთან, ასევე ჩვენს მოსახლეობასთან. შესაბამისად, გაზიარებული იქნება მათთვის ჩვენი პლატფორმა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთვის მათი პლატფორმები, რაც მოახდენს როგორც ექიმებში, ისე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას. ეს პროცესი რეალურად დაწყებულია და მეტი ინტენსივობით გაგრძელდება. რაც შეეხება მოლოდინებს და არსებულ მდგომარეობას, თუ როგორია ახლა მოსახლეობის განწყობები: მოსახლეობის განწყობა, დეკემბერთან და იანვართან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამისათვის ჩვენ კიდევ გვაქვს დამატებითი სამუშაოები განსახორციელებელი. ეს, პირველ რიგში, იქნება კამპანია, რომელიც მიმართული იქნება ცნობიერების ამაღლებისკენ“, განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

მისივე თქმით, ვაქცინის შერჩევისას მთავარია აღიარება მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან.

 

 

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ამას ვემხრობით. ის კვლავაც იქნება ნებაყოფლობითი. ასევე, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი იქნება ვაქცინის არჩევა და ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ საშუალებას, აირჩიონ მათთვის სანდო ის ვაქცინა, რომელსაც მეტად ენდობიან. რაც შეეხება ხარისხის კომპონენტს და განსხვავებას ვაქცინებს შორის, აქ მთავარი არის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება და მაშინ, როდესაც ჩინურ ვაქცინასაც აქვს და ექნება მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარება, ეს უკვე მის ხარისხს არ აყენებს ეჭვის ქვეშ. ასევე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას, რომ ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე, რაც შესაძლებელია, ძალიან ბევრი მოქალაქისთვის პირიქით, უპირატესობის განმსაზღვრელი გახდეს“, აღნიშნა მინისტრმა.

 

 

კითხვაზე, ნებაყოფლობითია თუ არა ვაქცინაცია ექიმებისთვისაც, მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ექიმების შემთხვევაშიც ნებაყოფლობითია, თუმცა დარწმუნებულია, რომ მათი მხრიდან აქტივობა მაღალი იქნება.

 

 

​„ექიმების შემთხვევაშიც აცრები არის, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, ექიმებმა იციან რა ვაქცინაციის მნიშვნელობა, მათი სანდოობა და შესაბამისად, აქტივობა ამ პროცესში იქნება ძალიან მაღალი“, განაცხადა ტიკარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი