71 წლის ქალმა ინგლისურის სწავლა დაიწყო - მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალ სასწავლო ცენტრში, ინგლისური ენის სწავლების მესამე ეტაპი დაიწყო
11-03-2021, 14:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ახალ სასწავლო ცენტრში, ინგლისური ენის სწავლების მესამე ეტაპი დაიწყო. სწავლება განსაზღვრულია ნებისმიერი ასაკის და სპეციალობის მსურველთათვის.

 


მესტიის მერიის ცნობით, სასწავლო პროცესი ახლადგარემონტებულ შენობაში განახლდა. სასწავლო ცენტრი ბეჩოს ადმინისტრაციული შენობის ბაზაზე გაიხსნა. ოთახების სარემონტო სამუშაოები მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო, რისთვისაც ადილობრივი ბიუჯეტიდან 44 997 ლარი დაიხარჯა. ინვენტარი და ინგლისური ენის სახელმძღვანელოები კი, ცენტრს ევროპის უნივერსიტეტმა გადასცა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიის დოქტორმა, ფიქრია თორიამ განუცხადა, სასწავლო პროცესი ახლადგარემონტებულ შენობაში წელს პირველად დაიწყო და მანამდე ის სკოლაში მიმდინარეობდა.

 


„ინგლისური 3 თვეში ერთხელ ტარდება და 12 დღე გრძელდება, ინტენსიური კურსები ინგლისურში დონეების მიხედვით არის განაწილებული და ამას აფინანსებს მესტიის მერია. დანარჩენი კურსები, ამ ეტაპზე, ადამიანის უფლებებს, კომპიუტერის სწავლებას, ტურიზმს, სვანეთის ისტორიას ეხება, რომელიც ევროპის უნივერსიტეტის და ჩვენი ორგანიზებით ტარდება და ამას ევროპის უნივერისტეტი აფინანსებს.

 


„თავიდან ერთჯერადი პროექტი იყო. მე და ქალბატონი ნანა ახობაძე ვასწავლით ასევე ლაგოდეხში, სადაც ანალოგიური პროექტი გვაქვს, ეს სოციალური პროექტია, ასაკის და სქესის მიუხედავად. ვმუშაობთ ასევე ყვარელში, იქაც ზუსტად იგივე მიმართულებით, კვირაში ერთი დღე დავდივართ, ინტენსიური კურსები გვაქვს შაბათობით.

 


ბეჩოში, გასული წლის ზაფხულში, თავდაპირველად ერთჯერადად ჩავატარეთ ინგლისურის გაკვეთილი. მოვხვდით ისეთ ოჯახში, სადაც ძალიან მოგვეწონა ხალხი, ვინც გვესწრებოდა და მერე, მე და ქალბატონმა ნანამ დავიწყეთ ფიქრი, რექტორთან შეთანხმებით, გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შევხვდით მესტიის მერს, ბატონ კაპიტონ ჟორჟოლიანს, მასაც მოეწონა ჩვენი იდეა, გაფორმდა მემორანდუმი, გადმოგვცეს შენობა, რომელიც მესტიის მერიამ გაარემონტა, ინვენტარი კი, ევროპის უნივერსიტეტმა შეიძინა. ინგლისურის სწავლების პირველი და მეორე ეტაპი, რადგან მაშინ შენობა ჯერ არ იყო გარემონტებული, სკოლაში ჩავატარეთ, გასული წლის აგვისტოსა და ოქტომბერში, და ახლა, რამდენიმე დღის წინ, დავიწყეთ სწავლების პროცესი პირველად ჩვენს გარემონტებულ შენობაში“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ფიქრია თორიამ.

 

 

მესტიის მერიის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტსა და ევროპის უნივერსტეტს შორის, 2020 წელს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ბეჩოს თემში, ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრი 4 მარტს გაიხსნა.

 


პროექტს ხელმძღვანელობენ და კოორდინაციას უწევენ, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები, ფილოლოგიის დოქტორები, ფიქრია თორია და ნანა ახობაძე და მათი წარმომადგენელი ბეჩოს თემში, არკადი კვიციანი.

 


სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია. ამ ეტაპზე 76-ამდე არის რეგისტრირებული, მათ შორის ყველაზე პატარა ასაკი 6, ხოლო უფროსი ასაკის 71 წლის ბენეფიციარი.

 

 

ფიქრია თორიას ინფორმაციით, 71 წლის ბენეფიციარი, ქალბატონი რაია გადრანია, რომელიც ბეჩოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს და ასევე ხელოვნების მასწავლებელია.

 


მესტიის მერიის ცნობით, გარდა ინგლისური ენის კურსებისა, სასწავლო ცენტრში იგეგმება სხვადასხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით სწავლება. მომდევნო ეტაპზე ევროპის უნივერსიტეტი გეგმავს კომპიუტერების გადაცემას და შესაბამისად იქნება სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით.

 


ასევე 12, 13 და 14 მარტს იგეგმება სამდღიანი ტრენინგი ადამიანის უფლებების მიმართულებით, რომელსაც გაუძღვება იურისტი დავით ჩაფიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი