გიგი უგულავა: „გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს“
11-03-2021, 14:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას უფლება ეძლევა, „ტვ პირველიდან“ მასალები ამოიღოს.

 


უგულავას თქმით, ჟურნალისტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს, რომელიც ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჯერ არ შეხებია.

 


უგულავას თქმით, გამორიცხული არაა, რომ თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს, რაც მისი განცხადებით, რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ სვლის დაჩქარებაა.

 


„არ შევალ ლეგალურ რუტინაში. პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია, გასულია სამართლებრივი სივრციდან. მედიას/ჟურნალისტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. თუ გავითვალისწინებთ, რა პათოსით ისხდა წითელი ქოცელიტა იმედის ეთერში, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა“, განაცხადა გიგი უგულავამ.

 


„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურას „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა.

 


ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი