ნიკა გვარამია: პროკურატურის მოთხოვნა ტელეკომპანია „პირველის“ მიმართ ერთადერთ რამეს შეიძლება მოიცავდეს - არხის და, ამის შემხედვარე, სხვა ოპოზიციური არხების დაშინებას და სრულ მედიატერორს
11-03-2021, 15:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურის მოთხოვნას ტელეკომპანია პირველის მიმართ, აღარ ქვია აღარც პროკურატურის და აღარც მოთხოვნა.

 

 

1. პროკურატურას უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მასალა, რადგან ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურის ვალდებულებაა დანაშაულზე რეაგირება.

 


2. სრული კრეტინიზმია რაღაც კონკრეტული ჩიპის მოთხოვნა და რაღაც კონვერტის. 2 მიზეზით: ეს შეიცავს წყაროს კონფიდენციალობის დარღვევის რისკებს, რაც აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული ("წყაროს დასახელება" ფართოდ განიმარტება და მარტო მის სახელის და გვარის არგათქმას არ გულისხმობს, არამედ ნებისმიერი დეტალის, რამაც წყაროს იდენტიფიკაცია შეიძლება გამოიწყვიოს, მაგალითად, სად შეხვდი, როდის, რა ვითარებაში და ასე შემდეგ). ამას გარდა, და მთავარი და სრულიად სასაცილო: იქნებ ეგრევე განადგურდა ის ფლეშკაც და კონვერტიც, რა სისულელეებს ბოდავენ? და ეგ რომ უპასუხოს ტვ პირველმა, რას შვრებიან?

 


3. ზემოთ თქმული იმდენად შინაარსსგამოცლილია სამართლებრივადაც და ლოგიკურადაც, რომ შეუძლებელია დაშინების გარდა რამე სხვა მიზანს მოიცავდეს. მთავარი სათქმელი აქ იყო შედით და პროპორციული ძალა გამოიყენეთო. რაც ასევე იმდენად აბსურდულია სამართლებრივადაც და ლოგიკურადაც და საკუთრივ პროკურატურას და ხელისულფებას იმდენად აზიანებს, რომ ერთადერთ რამეს შეიძლება მოიცავდეს - არხის და, ამის შემხედვარე, სხვა ოპოზიციური არხების დაშინებას და სრულ მედიატერორს. ასევე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი, პოტენციური წყაროების და სისტემის მამხილებლების წინასწარ დაშინებას.

 

 

ნიკა გვარამია,

 

მთავარი არხის დირექტორი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი