„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „ტვ პირველიდან“ აუდიოჩანაწერების ამოღების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ ტელევიზიაში ძალადობრივი შეჭრის გეგმა არ არსებობს და შესაძლოა, ეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი ის თემა იყოს, რის შესახებაც წინასწარი ინფორმაცია არსებობდა და რასაც ოპოზიცია მოლაპარაკების ჩასაშლელად გამოიყენებს.
„მე წეღან ვთქვი, რომ ოპოზიცია ეცდება რაღაც თემა გამოაგოროს, რითაც ეცდებიან მოლაპარაკების ჩაშლას, იმედია, ეს სწორედ ის თემა არ არის და თქვენ ოპოზიციის წისქვილზე არ ასხამთ წყალს", - თქვა სოზარ სუბარმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მან ტელეკომპანიის მესვეურებს ურჩია, პროკურატურას ჩანაწერები იმ ფორმით მიაწოდონ, რა ფორმითაც მიიღეს:
„რა ფორმითაც მოგაწოდეს, იმ ფორმით მიაწოდეთ, თუ თქვენ არ იცით წყაროს ვინაობა, შესაბამისად, პროკურატურასაც ვერაფერს მიაწოდებთ“, უთხრა სუბარმა „ტვ პირველის" ჟურნალისტებს.
მან „ტვ პირველში“ ძალადობრივი შეჭრის გეგმის არსებობა უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი მეთოდები წინა ხელისუფლებას ახასიათებდა:
„შეჭრა ვის ახასიათებდა, კარგად გვახსოვს და კარგად გვახსოვს ტელეიმედში შეჭრის კადრები, გვახსოვს გათიშული ეთერი და მე ვიყავი სახალხო დამცველი, როცა აღვადგენინე "კავკასიის" მაუწყებლობა", განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარებს „მთავარი არხი“ ავრცელებს.
სასამართლომ პროკურატურას „TV პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა. ნოდარ მელაძის თქმით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.
მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.