სოზარ სუბარი: „ნიკა მელიას გამოსვლას სჭირდება სულ რაღაც 40 000 ლარის, ან 10 000 ევროს გადახდა და ის ერთ საათში კი არა, ერთი წუთში იქნება გარეთ“
11-03-2021, 16:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, იმაზე დიდი კომპრომისი, ვიდრე ვადამდელი არჩევნების დაპირებაა, არ არსებობს. თუმცა, როგორც სუბარი ამბობს, მანამდე საგამოძიებო კომისიამ არჩევნების გაყალბება უნდა დაადგინოს.

 


„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გიორგი ვაშაძე უმცროსმა, გირჩი ჯაფარიძემ დაადასტურეს, რომ ოპოზიციაში იყო რამდენიმე პარტია, ყველაზე დიდი პარტიები, რომლებიც წინასწარ იყვნენ განწყობილი, შეთანხმებული, ყველაფერზე რომ დათანხმებულიყო „ქართული ოცნება“, მაინც არ შევიდოდნენ პარლამენტში. როდესაც ისინი იძულებული ხდებიან, რომ ჩვენი მეგობრების ზეწოლით, მათთან ურთიერთობის გამო წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე, ამ დროს გამოაგდებენ ხოლმე ისეთ თემებს, როგორიც მათი აზრით, მოლაპარაკების შეწყვეტას გამოიწვევს. მაგალითად, არ შევასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ გამოვცხადდები პოლიციაში, არ გადავიხდი გირაოს, მოვიხსნი სამაჯურს. ბოლო რაც იყო, რომ გამოაგდეს რაღაც ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული ჩანაწერები, მაგრამ შემდეგ, როდესაც უპირისპირდებიან ჩვენი მოკავშირეების, მეგობრების ძალიან ურყევ და მტკიცე პოზიციას, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, ისევ იძულებული ხდებიან, მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, ვიდრე რაღაც ახალ ასეთ თემას არ მოიგონებენ. ამ დღეებში, დავინახავთ, რომ რაღაც ახალ, მსგავს თემას გამოაგორებენ აუცილებლად.

 


ჩვენ ვთქვით, რომ უფრო დიდი კომპრომისი, ვიდრე არის ვადამდელი არჩევნების დაპირება, მგონი, არ არსებობს. ჩვენ ვამბობთ, რომ რადგანაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო, ჩატარდეს ახალი არჩევნები, მზად ვართ, ჩატარდეს ახალი არჩევნები თუ გაყალბდა, მაგრამ გაყალბება უნდა დავამტკიცოთ. ოპოზიცია არ ენდობა ცესკო-ს? ერთად ჩვენ და ოპოზიციამ ვთხოვოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მონაწილეობა საგამოძიებო კომისიაში, რომელიც პარლამენტში შეიქმნა და მათი მეთვალყურეობით დამტკიცდეს, რომ არჩევნები გაყალბდა ან არ გაყალბდა. ასევე, დღეს შეუძლებელია იმის დადგენა, გაყალბდა თუ არა, – ესეც პასუხია, ხო? მაგრამ ამაზე არ მოდიან, რადგან იციან, რომ არ გაყალბებულა.

 


რაც შეეხება პატიმრებს, რომელსაც ოპოზიცია უწოდებს პოლიტიკურ პატიმრებს, ამასთან დაკავშირებითაც არის ძალიან მკაფიო პასუხი. თუ ვინმე თვლის, რომ მართლა პოლიტიკური ნიშნით ვიღაც არის საქართველოში დაპატიმრებული, არ არსებობს მსოფლიოში უფრო მაღალი და ავტორიტეტული სასამართლო, ვიდრე არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. შეეძლოთ, გაესაჩივრებინათ და დარწმუნებული ვარ, თუ ასეთი მკაფიო მტკიცებულებები არსებობს ვინმეს პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაზე, ერთ დღეში იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება, დროებით აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მელიასთან დაკავშირებით და ასევე დაჩქარებული წესით იქნებოდა გადაწყვეტილება რურუასთან დაკავშირებით,. რატომ არ წავიდნენ? რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ყველაფერი ჯდება სამართლებრივ ნორმაში და სამართლებრივად არის გამართული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ციხიდან გამოსვლას და მოლაპარაკებაში მონაწილეობის მიღებას, სუბარმა განაცხადა, რომ თუ მელია გირაოს გადაიხდის, ის საპატიმროს დატოვებას დაუყოვნებლივ შეძლებს.

 


„მეორეც, ნიკა მელიას გამოსვლას და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომას სჭირდება სულ რაღაც 40 ათასი ლარის, ან 10 ათასი ევროს გადახდა და ის ერთ საათში კი არა, ერთი წუთში იქნება გარეთ. ამიტომ მგონია, ეს საკითხიც არის მოხსნილი. რას ველოდებით, ამაზე წინასწარ ლაპარაკით არასწორი მოლოდინი შეიძლება გავაჩინოთ, ამიტომ მოდით, დაველოდოთ, ჩვენი შეთავაზება ვთქვით და დევს მაგიდაზე, დანარჩენი მოლაპარაკება იმიტომ არის საჭირო, რომ შედეგს მივაღწიოთ. არსებობს ჩვენი წინადადებები, თუმცა რადგანაც გამოყოფილია სპეციალური მომლაპარაკებელი, შესაბამისად, მომლაპარაკებელთან ერთად ბუნებრივია, იქნება ბრიუსელამდე შეხვედრები და გარკვეული დაზუსტებები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის სიტყვების ციტირებას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი