ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტების კითხვას, ავსტრიის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიასა და ლუქსემბურგის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერების თაობაზე.
ცერცვაძის თქმით, მსგავსი უარყოფითი ტალღა „ფაიზერის“ ვაქცინაზეც აგორდა.
„ინფორმაცია, თითქოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხანდაზმულებში იმუნიტეტს ვერ უზრუნველყოფდა, სწორი არ გამოდგა, მაშინ უბრალოდ კვლევა არ იყო ჩატარებული. რაც შეეხება გართულებების ცალკეულ შემთხვევებს, ასეთ შემთხვევებზე ინფორმაცია სულ არის. მაგალითად, „ფაიზერით“ვაქცინაცია რომ დაიწყეს, 23 ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში და სიკვდილის შემთხვევები ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც დაფიქსირდა. „ფაიზერზეც“ აგორდა ეს უარყოფითი ტალღა, რამდენიმე ათეული ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ შემდეგ კვლევებმა დაადგინეს, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ვაქცინა არ ყოფილა.
ქვეყნებში რომლებისგანაც არის სიგნალები, რომ იქ შეიძლება რაღაც გვერდითი მოვლენები იყოს, ვნახოთ, დადასტურდება თუ არა ეს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ისეთი ვაქცინა არ გამოსულა, რომელსაც არც ერთი გვერდითი მოვლენა არ აქვს“, – განაცხადა ცერცვაძემ, როგორც ამას საქართველოს პირველი არხი იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.