მარგველაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, სადაც მან ღარიბაშვილი (ჩათვალეთ, რომ ივანიშვილი!) პირდაპირ დაადანაშაულა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბულობის ინსპირირებაში, მასთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა იქნას მაქსიმალურად შეზღუდული და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ამას ხელისუფლების ორ შტოს შორის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მდგომარეობა მოითხოვს, უნდა მოხდს დაკონტაქტება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პრემიერის ადმინისტრაციის მეორე და მესამე დონის თანამშრომლების მეშვეობით! დიახ, ბიძინა ივანიშვილის და კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ "დანიშნულ პრეზიდენტ" მარგველაშვილთან, რომელმაც "გადააგდო" თავისი თანამებრძოლები, ისეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორიც მოძალადე პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილი 1 წლის მანძილზე ("კოჰაბიტირებულად") იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას!
გუშინ და დღეს, ავლაბრის "ნასააკაშვილისეულ" სასახლეში მიმდინარე კონსულტაციების ერთ–ერთი მთავარი მიზანია, ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რათა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მარგველაშვილმა მისი მხარდამჭერი საარჩევნო პოლიტიკური ბლოკი შეაკოწიწოს, რომელსაც იგი დაეყრდნობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე! დააკვირდით, მარგველაშვილი ყველა პოლიტიკურ ძალას "წითელ კოჭს უგორებს", დევიზით, – "ყველა, მინუს "ქართული ოცნება", რომელთანაც საშვილიშვილოდ გაიფუჭა ურთიერთობა! ეს მან ბრწყინვალედ იცის, ამიტომაც, მარგველაშვილი ყველანაირად შეეცდება, რომ დაასუსტოს, დააკნინოს, დაამციროს (გადაიბიროს მავანი) "ქართული ოცნება" და მისი ლიდერები! შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" დამოკიდებულება მარგველაშვილისადმი ისეთივე უნდა გახდეს, როგორიც სააკაშვილისადმი! დანარჩენს მომავალი გამოაჩენს, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საშუალებას მისცემს "ქართულ ოცნებას", რომ განხორციელდეს მარგველაშვილის იმპიჩმენტის პროცედურა, მაშინ, იგი ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.