კალაძემ „ქართულ ოცნებაში“ შეჭამა ყველა - ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი... ხვდებოდა, რომ ბოლომდე ვერ ჩაყვებოდა ივანიშვილს და რაღაცებზე უარს ამბობდა და ეს დაუჯდა ძვირად... ვისაც ეპატიჟებოდა დასახტომად, ახლა შეიძლება თვითონ დაახტეს - დავით ჭიჭინაძე
11-03-2021, 22:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კალაძემ ვერ დაიჭირა ისეთი მომენტი, როდესაც მისი წასვლა ისეთივე ხმაურიანი გამოდგებოდა, როგორც ეს გახარიას შემთხვევაში იყო. ახლა ცდილობს დისტანცირებას. შეხედეთ, რიტორიკა როგორ შეცვალა - გადმოხტი, დამახტი, რას არ იძახდა და დღეს ხვდება, რომ ვისაც ეპატიჟებოდა დასახტომად, ახლა შეიძლება თვითონ დაახტეს იმათ და აქედან გამომდინარე ახლა გაჩუმდა, - განაცხადა პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 


ჭიჭინაძის განცხადებით,კალაძე ხვდებოდა, რომ ბოლომდე ვერ ჩაყვებოდა ბიძინა ივანიშვილს და აქედან გამომდინარე, „გარკვეულწილად რაღაც-რაღაცებზე უარს ამბობდა, თავის თამაშს თამაშობდა და ეს დაუჯდა ძვირად“.

 


მისივე შეფასებით, კახა კალძე, რომელმაც „ქართულ ოცნებაში“ შეჭამა ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი და ყველა“, შეიძლება მმართველ პარტიაში ჩარჩეს და „საკმაოდ უსახურად, ისე დაამთავროს 8-წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ ვერაფერი ვერ წამოიღოს ამ ხელისუფლებიდან“.

 

 

„გახარიამ დაიჭირა კარგი მომენტი, ზურგის ქარი. ამას დიდი ხანია კალაძე ელოდება, ვერ მოერგო, ვერ გარისკა. გახარიამ დაიჭირა ხალხის განწყობა, ხალხის დაძაბულობა. კალაძემ ვერ გადადგა ასეთი ნაბიჯი, ძალიან ბევრი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ხან სუსის ჩარევა მოხდა, ხან რაღაც ისეთი მოხდა, ხან გადაადგილებები. კალაძემ ვერ დაიჭირა ისეთი მომენტი, როდესაც მისი წასვლა ისეთივე ხმაურიანი გამოდგებოდა, ასეთივე მხარდაჭერილი იქნებოდა ამომრჩევლების მხრიდან, როგორც ეს გახარიას შემთხვევაში იყო. ახლა ცდილობს დისტანცირებას. დააკვირდით, ისეთი განცხადებებია, რომ ნებისმიერ მხარესთან მას აღარ ჰოქნდეს ის... შეხედეთ, რიტორიკა როგორ შეცვალა - გადმოხტი, დამახტი, რა ვიცი, რაებს არ იძახდა და დღეს ხვდება, რომ ვისაც ეპატიჟებოდა დასახტომად, ახლა შეიძლება თვითონ დაახტეს იმათ და აქედან გამომდინარე ახლა გაჩუმდა...

 

 

კალაძემ დაკარგა ის ველი, რომელსაც ის დიდი ხანი ეპოტინებოდა. ჯერ ერთი თვითონ ცდილობდა, რომ... „ქართულ ოცნებაში“ შეჭამა ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, შეჭამა ყველა და ცდილობდა, რომ „ქართული ოცნება“ გადაებარებინა, მაგრამ მოდი ვთქვათ, მას იქ აჯობა თუნდაც კობახიძემ იმიტომ, რომ მან ის როლი ვერ შეასრულა, რომელიც კობახიძემ იტვირთა - ბოლომდე ჩამშვების, შიდა დაპირისპირების მთავარი აქტორი იყო, ბიძინა ივანიშვილის ყველა ხუშტურის შემსრულებელი გახდა. კალაძე ხვდებოდა, რომ ბოლომდე ვერ ჩაყვებოდა ბიძინა ივანიშვილს და აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად რაღაც-რაღაცებზე უარს ამბობდა, თავის თამაშს თამაშობდა და ეს დაუჯდა ძვირად, ვერ დაიჭირა ტალღა, სერფინგისტები რომ ეძებენ კარგ ტალღას, ვერ დაიჭირა და ვერ გამოვიდა. დღეს შეიძლება იქ ჩარჩეს და საკმაოდ უსახურად, ისე დაამთავროს 8-წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ ვერაფერი ვერ წამოიღოს ამ ხელისუფლებიდან. აი, გახარიამ, მაგისგან განსხვავებით, ძალიან ნიჭიერულად წაიღო ეს ამბავი“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი