ლევან ხაბეიშვილი: ჩემმა ძმამ არც თუ ისე მცირე დრო პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახში გაატარა, მან მომიყვა რამდენიმე ისტორია, რომელსაც თქვენც გაგიზიარებთ
12-03-2021, 08:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხშირად ვესაუბრები ჩემს ემიგრანტ ძმას ამერიკაში... ერთად განვიხილავთ მოვლენებს, ერთმანეთს ვაძლევთ რჩევებს, შენიშვნებს... წლები იმსახურა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და ამ ბევრი წლიდან არც თუ ისე მცირე დრო, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახში გაატარა.

 

 

მას პირადად უწევდა მათი დაცვა. არასდროს გვისაუბრია კონკრეტულ დეტალებზე... ბევრი რამე უნახავს და მოუსმენია, თუმცა სამსახურზე და მის საქმიანობაზე, არასდროს უსაუბრია ოჯახის რომელიმე წევრთან. მისი საქმის კონკრეტულ დეტალებზე დისკუსია არასოდეს გაუხსნია, შესაბამისად, არც მე მქონია მცდელობა მისგან მომესმინა პრეზიტენტის შესახებ, ან რაიმე საინტერესო ისტორია, რომელიც სავარაუდოდ მრავლად იქნება.

 

 

ბერას ჩანაწერების შემდეგ ტრადიციულად შევხმიანდით და განვიხილავდით საკითხს, როგორც ორგანიზებულ დანაშაულს, ხოლო ბერას, როგორც მანიაკს ...

 

 

ამასობაში მომიყვა რამდენიმე ისტორია, რომელსაც მისი ნებართვით თქვენც გაგიზიარებთ...

 

 

ვის სჯერა, მაგრამ ხომ ამბობენ 15 - 16 წლის იყოო ბერაო და დანაშაული თუ არის ამ მუტრუკების კისერზეაო - ანტონი და ანზორა ...

 

 

14 - 15 - 16 წლის ასაკში მესამე პრეზიდენტის ვაჟს სხვა შეხედულებები, დამოკიდებულებები და ღირებულებები ჰქონდა. მისი ყოფილი დაცვის მაიორი (ჩემი ძმა) იხსენებს, რომ არასრულწლოვანი ედუარდ სააკაშვილი სახლში დედასთან (პირველი ლედი) იმაზე “ჩიოდა” რომ მაკდონალდსის რიგში დგომის საშუალებას დაცვა არ აძლევდა, რის გამოც დაცვასთან კამათიც უწევდა. ამ დროს დაცვა ცდილობდა მოკლე დროში და ურიგოდ ( სამსახურიდან და მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე) მიეღოთ სერვისი, რასაც პრეზიდენტის ვაჟი არ თანხმდებოდა.

 

 

ასევე იხსნებს, რომ ჯიქიაზე, ჯეოსელის ოფისში მისულ პრეზიდენტის ვაჟს დაცვამ ურიგოდ შესთავაზა ნომრის აღება და კონკრეტულ ოპერატორთან მისვლა, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა და 2 საათის განმავლობაში იმ ოპერატორს ელოდებოდა, რომელთანაც ყველაზე დიდი რიგი იდგა.

 

 

საუბრის დროს გაიხსენა 2009 წლის ისტორია, როცა წყნეთიდან პრეზიდენტის ვაჟთან ერთად, მისი კლასელიც მოჰყავდათ. დაცვას ავტომობილი გაუფუჭდა და პრეზიდენტის ვაჟის და მისი კლასელის წამოსაყვანად, შედარებით ძველი მოდელის ავტომობილი გაგზავნეს. გზაში კლასელი ედუარდს გაეხუმრა: მამა პრეზიდენტი გყავს და ასეთი "დანჭყრეული" მანქანით რატომ დადიხარო. ხუმრობაზე პასუხი ასეთი იყო: არიან ბავშვები, რომლებსაც სახლი არ აქვთ, საკვების პრობლემა აქვთ. ეს კი სახელმწიფოს კუთვნილი მანქანაა. რაც მთავარია, უსაფრთხოდ მივალთ დანიშნულების ადგილას.

 

 

პრეზიდენტის ვაჟი იყო განმუხურის ბანაკში, სადაც ასევე სხვა ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა, მათთან ერთად იყო რეჟიმში და მათთან ერთად გაიარა სრული დასვენების კურსი.

 

 

ამერიკაში ჩასულ ედუარდ სააკაშვილს აეროპორტში თქვენი მონა მორჩილი ჩემი ძმა დახვდა ... პრეზიდენტის ვაჟმა მანჰეტენამდე მიყვანა თხოვა და ამის შემდეგ გზა პენსილვანიამდე, ავტობუსით გააგრძელა.

 

 

პატარა ნიკოლოზზე ერთი ამბავი მომიყვა, რომელიც ფასიანი თამაშის გადმოწერას ეხებოდა ... "დედამ იცის რომ უნდა გადმოვწერო, მაგრამ სხვაგან არ თქვა ... "არიან ბავშვები ვისაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა და იმათ რა დააშავეს ? ამიტომ მარტო ჩვენ ვიცოდეთ".

 


ამასობაში, ამბავი, რომ პირველი ლედი ღამეებს ათენებდა ღუდუშაურის კლინიკაში და ონკოლოგიურში უმძიმეს პაციენტებს უვლიდა- ისედაც ცნობილია.

 

 

ლევან ხაბეიშვილი,

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი

 

წყარო: Facebook-ი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი