„ტრიბუნას“ თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ იმ აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, სხვა ჩანაწერებიც იხილოს საზოგადოებამ.
მან „ტვ პირველის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მართვის სტილზე გაამახვილა ყურადღება და ამის საილუსტრაციოდ გაიხსენა შეხვედრა, რომელზეც მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა აიძულა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადამდგარიყო.
„მე სხვათა შორის არჩევნების წინ ვიძახდი, რომ ციხის კადრები მონაგონი იქნება-მეთქი, ისეთი რაღაცები მოხდება-თქო, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება ისე მართავს ქვეყანას, ისეთი დამოკიდებულება აქვს სახელისუფლებო ვერტიკალაში და ისე წყვიტავენ ურთიერთობებს... მარტივ მაგალითად, ამისთვის ისიც ყოფნის, გიორგი კვირიკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირება გაშვების წინა დღეს, როდესაც ეუბნებოდა კვირიკაშვილს, რომ გადადექიო და კვირიკაშვილი ეუბნებოდა, რომ კაცო ოფიციალურად მითხარი და გადავდგებიო, ან გუნდმა მითხრასო. არაო, შენ შენით გადადექიო, ჩემით არ გადავდგებიო. ვესწრებოდი ამ შეხვედრას, მთელი ხელისუფლება ესწრებოდა, მინისტრებიანად და მაშინ იყო რომ დაემუქრა, რომ მაშინ პირადულში გადავიტანო და იქ, აი, ბევრი სანაქებო მინისტრი წამოდგა მაშინ კვირიკაშვილის კაბინეტიდან და თქვა, რომ ჩვენ გადავდგებით ბატონო ბიძინა, ექვსი და მაშინ ასეთი მოდელი იყო, გადადგომით ადამიანის გაშვების, პრემიერ მინისტრის და იქ ჩანდა, რომ პრაქტიკულად არაფერი ინსტიტუციურად არ მუშაობდა, იქ მუშაობდა პირადი და მერე თვითონ არც დაუმალია, საქმეები გავარჩიეო, მთავარი მე ვიყავიო“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.